საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90619

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის იანვარში ალექსანდრე სერგეევი იყო რუსეთის სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ (მისამართი: ერევნის მოედანი, დავით ციციშვილის სახლი N2) მთავარი აგენტი თბილისში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ასლან კვიტაშვილი ლანჩხუთის ბოქაული იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს სოსო მერკვილაძემ გამოსცა წიგნაკი „ხალხური ანდაზები და გამოცანები“, რომელსაც სოფლის მასწავლებლებს სემინარიის პირდაპირ მდებარე „Восточный магазин“-ში უფასოდ ურიგებდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება სოსო მერკვილაძის მიერ შედგენილი წიგნაკის „ხალხური ანდაზები და გამოცანები“ გამოცემის შესახებ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ბესარიონ დადიანი ალავერდის ეპისკოპოსი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ივანე სულხანიშვილი გორის მაზრის მარშალი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს მღვდელი ისიდორე რუსიშვილი მცხეთაში მსახურობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლამდე მღვდელი ისიდორე რუსიშვილი მეტეხის ტაძარში მსახურობდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ ზუბალაშვილი.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს შერემეტიევისა და დიდუბის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბეჟუევის სახლში თბილისის მესამე სკოლა დაარსდა. შენობა 900 მანეთად დაიქირავეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

„ცნობის ფურცლის“ 1898 წლის N152-ში ვანო ლოლუამ მებორნე ალექსანდრე ჯორჯიკია მგზავრებისგან ფულის გამოძალვაში ამხილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის „ცნობის ფურცლის“ 192-ე ნომერში ალექსანდრე ჯორჯიკიამ გამოაქვეყნა წერილი, რომ იგი ზუგდიდისა და სენაკის მაზრის მცხოვრებლებს ბორნით მგზავრობის საფასურს სამართლიანად ახდევინებდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ვალერიან გუნია „ცნობის ფურცლის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე სათავადაზნაურო ქარვასლაში, ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით დაარსდა „ცნობის ფურცლის“ სტამბა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლამდე ისიდორე თხელაძე შორაპნის მაზრის სოფელ ნაფისში ცხოვრობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1893-დან 1898 წლამდე გიორგი დოლგანოვი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო. 1898 წელს იგი ამავე სემინარიის რექტორად დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ბიკოვი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრში საიუბილეო წარმოდგენა „სამზადისი” იმართებოდა. იმ წარმოდგენის გამგე მარიამ ზაქარიას ასული ერისთავი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი...“).

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან ალექსანდრე ვასილის ძე ვადკოვსკი სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში ვლადიმერ იოანეს ძე სალაძე სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში იასონ ალექსის ძე კვიჟინაძე სოფ. ბერეთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.