საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90619

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ სკოლებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად გამოყოფილი 1000 მანეთიდან დახარჯა 410 მანეთი, იმდენი, რამდენის დახარჯვის უფლებაც ჰქონდა არსებული ხარჯაღრიცხვით იანვრიდან ივნისამდე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ომის გამოცხადების შემდეგ, ისე როგორც ყველა სხვა ნივთის, სკოლებისთვის საჭირო ნივთების შეძენაც შეუძლებელი იყო თბილისში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ბარსეგ (ვასილ) გრიგოლის ძე ბასილიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის 1-ლ განყოფილებაში.