რეგისტრირებული ფაქტები92171
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, სტეფანე გოგინავა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ივანე გრიგოლის ძე ჯალალოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილმა დუშეთის სამკითხველოს წიგნები უანდერძა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ემილ ცურლინდენი ალფრედ დრეიფუსის საქმის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას დიდი აღლუმის შემდეგ გამოაცხადებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ ნახევარში ამიერკავკასიის რკინიგზით იმგზავრა 1 330 028 ადამიანმა და გადაიტანეს 71 786 340 ფუთი საქონელი. შემოსავალი სულ 7 744 170 მანეთი იყო. ფაქტს რკინიგზის მთავარი ბუღალტერი ა. ს. პუშკარევი ადასტურებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, კ. ე. რუხაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ვასილ პლოხოტნიკოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მ. ი. გროდსკი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მიხა ვ. ესაკია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილარიონ გორგოძემ სოფელ ქვედა ზეგანში სამრევლო სკოლა დააარსა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამერიკელი გეოლოგი როზენბერგი სამურზაყანოში იმყოფებოდა. მან მიმდებარე სოფლებში დიდი რაოდენობით რკინა, სპილენძი და სხვა მადნეული აღმოაჩინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ გალპერინმა ფ. ივანიდისისა და გიორგი გვალიას მიერ სოფელ ოქუმში აღმოჩენილი ტყვია-ვერცხლი იყიდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის მკვიდრი გიორგი გვალია ვაჭარი იყო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფ. ივანიდისი ოჩამჩირეში ცხოვრობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის სექტემბერში პეტრე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული ფული გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ სექტემბერს სოფელ ვეჯინში სკოლის დასახმარებლად ორი წარმოდგენა დაიდგა: ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ სეტემბერს თეოდორ ბიკოვი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ბორჯომიდან თბილისში დაბრუნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბიბლიოთეკის გამგე კომისიის წევრებს გომარეთის ეკლესიიდან ჩამოტანილი ქვების დაცვაზე აზრის გამოთქმა სთხოვა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლიუბა გაწერელიასი მარტვილის დაბა ნაოღელევის სამკითხველოს გამგე იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ი. გოგიბერიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ბახვა კაკუტია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.

