საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 13 იანვარს დოესის ღვთისმშობლის ეკლესიის მედავითნე გრიგორი იაშვილი მეტეხის ღვთვისმშობლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 იანვარს ქალაქის საბჭოში ქალაქის მოურავის მოადგილის არჩევნები გაიმართა. კანდიდატებად დაასახელეს: ა. ივანენკო – 25 ხმით, ქ. ვერმიშოვი – 11 ხმით, თ. ა. არღუთაშვილი – 3 ხმით, თ. პ. არღუთაშვილი – 1 ხმით და ევგრაფ ხოსროევი ასევე ერთი ხმით. ა. ივანენკოს გარდა, ყველამ უარი განაცხადა კენჭის ყრაზე. შესაბამისად, ივანენკო ქალაქის მოურავის მოადგილედ დაინიშნა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა გაბო ტიჟუევი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 იანვარს სურამში ქუთაისელმა იაკობ ავთანდილოვმა დანით დაჭრა გაბო ტიჟუევი, რომელიც მეორე დღესვე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 იანვარს ქართულ თეატრში ახალი პიესა, „უბრალოდ დასჯილნი” დაიდგა, რომელშიც მთავარ როლებს ბარბარე ავალიშვილი და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ ივანე თხორჟევსკისეული თარგმანი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 11 იანვარს ქუთაისში მოკლეს დიმიტრი ცომაია. მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების თავმჯდომარის სახელით სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მოხსენება (N6) გაუგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სიმონ ღოღობერიძეს და სთხოვა, რაც შეიძლება მალე გაეგზავნა მისდამი რწმუნებული სკოლის მდგომარეობის ანგარიში და გასული წლის გასავალი, რადგან საზოგადოებას წლიური ანგარიში უნდა შეედგინა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 იანვარს იუწყებიან ივანე ჩხაიძის გარდაცვალებას. გარდაცვლილს გაასვენებდნენ შაბათს, 11 იანვარს სოფელ იტრიაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ყიფშიძის წიგნი „მთიულეთი. 1804 წ.” მიღებული შემოსავალი უნდა გადაედოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას განსავითარებლად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 იანვარს „ცნობის ფურცელში” კონსტანტინე ივანეს ძე მუხრან-ბატონის შესახებ დაბეჭდილი ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, მას და მამამისს, ივანე მუხრან-ბატონს, რვა სოფელში ჰქონდათ გაშენებული ვენახები. მათი ღვინოები დიდი წარმატებით სარგებლობდა საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში და კარგი ღვინის დაყენებისთვის არაერთი ჯილდო ჰქონდათ მიღებული, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო გერბი და პარიზის გამოფენის ოქროს მედალი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ევა ჩხეიძემ, სოფიო ჩიკვაიძემ და ნინო ჩხეიძიმ „ცნობის ფურცელში“ გაავრცელეს განცხადება ივანე ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 9 ანვარს „ცნობის ფურცელში” დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები კონსტანტინე მუხრან-ბატონის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ყველაზე დიდი მამული საქართველოში მუხრან-ბატონს ეკუთვნოდა. დუშეთში მის მამულს ეკავა 32 ათასი „დესეტინა“ ადგილი. გარდა ამისა, მიწები ჰქონდა ბათუმთან ახლოს და თელავის მაზრაში.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის აგვისტოში ფ. ა. ივანოვმა ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა თბილისის უმთავრესი სააგენტოს გამგებლობაზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის აგვისტოში გამოიცა ალექსანდრე ნათაძის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „ბავშვების მოკეთე“.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის პირველი აგვისტოდან ბავშვებს შეეძლოთ ალექსანდრა არკადის ასული მირზოევის კერძო სახელოსნოში შეესწავლათ ჭრა-კერვა, ქსოვა, ქარგვა და ცეკვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 იანვრიდან ა. ტერ-აკოფოვის სასწავლებელი და პანსიონი იღებდა მოსწავლეებს, როგორც სასწავლებელში მოსამზადებლად, ისე საცხოვრებლად. ქართველებს ქართულ ენას სიონის ტაძრის მღვდელი ანტონ თოთიბაძე ასწავლიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 იანვარს კავკავის ქართული სკოლის დარბაზში ელენე ჭიჭინაძის მეთავეობითა და ელისაბედ მოზდოკელოვის მონაწილეობით გაიმართა საცეკვაო საღამო, რომლის შემოსავალიც მთლიანად გადაეცა კავკავის ქართულ სკოლას.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი იყო თავადი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს წულუკიძე იყო თავადი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 იანვარს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ბოცვაძის წერილი. ბოცვაძე წერდა, რომ 66-ე ნომერში წაიკითხა ბ. ი. როსტომაშვილისა და ზ. ჭიჭინაძის განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ისინი მზად იყვნენ გაეგზავნათ თავიანთი გამოცემული წიგნები თერგის ოლქში დასარიგებლად. ლუარსაბ ბოცვაძის თქმით, ის მზად იყო, თუკი გამომცემლები წიგნებს მიაწვდიდნენ, თერგის ოლქში უფასოდ დაერიგებინა მოსახლეობისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 იანვარს სათავადაზნაურო თეატრში გაიმართა ადელბორგის კონცერტი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს სანდრო ზარდიევი იყო აზნაური.