რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 3 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ივანეს მიხეილის ძე შენიკოვის საქმე, რომელსაც ცოლის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 მარტს გორის მაზრის უფროსი თანაშემწე გიორგი ლევანის ძე ჯანდიერი გაუძღვა დოესში სოფლის ყრილობას, რათა გამოეძიებინა, ვინ წაუკიდა ცეცხლი ნიკოლოზ ციციშვილის სახლს. ჯანდიერი ყრილობის მსვლელობის დროს დამსწრეების გამოტეხას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლე მარო ყირიმელაშვილი სკოლიდან გავიდა ოჯახის დასახმარებლად (ბატების მოსავლელად).
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე გიორგი გოგიტაშვილის სკოლიდან გავიდა გუთანზე მუშაობის გამო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ელი განყოფილების მოსწავლე დიმიტრი მანველიძე ავადმყოფობის გამო სკოლიდან გავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე ვანო მაჩაიძე სკოლიდან გავიდა გუთანზე მუშაობის გამო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლე ალექსანდრე მაჩაიძე სკოლიდან გავიდა ხარების მოსავლელად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლე გიგო მჭედლიძე სკოლიდან გავიდა გუთანზე მუშაობის გამო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლე ოსე შავიშვილი სკოლიდან გავიდა ხარების მოსავლელად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე თებრო ბეჟაშვილი თვალების ტკივილის გამო სკოლიდან გავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ დავით კარიჭაშვილისგან მიიღო მარტის ჯამაგირი 30 მანეთი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის მარტში ქალაქ თელავის თვითმართველობაში მონაწილეობდა 15 ხმოსანი. მოურავი იყო მიხეილ თათუზოვი, მოურავის თანაშემწე – ბ. ა. ტერ-სარქისოვი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი მარტის „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ბ. Ჩხარტიშვილმა განიზრახა მცხეთაში, სადგურის მახლობლად, გაემართა სასეირნო ადგილი, სადაც კვირაობით ცოცხალ მუსიკას დაუკრავდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში თბილისის სარევიზიო კომისიის წევრებმა ი. გ. მელიქოვმა და გ. მ. კოლუბანსკიმ შეიტყვეს, რომ დუქნებში ვაჭრები შეუმოწმებელ და დაუბეჭდავ სასწორის ქვებს ხმარობდნენ, რითაც მყიდველებს ზარალს აყენებდნენ. მათ აგენტებს უბრძანეს, ყურადღება მიექციათ ვაჭრებისთვის, რომ ყალბი სასწორებით ვაჭრობა აღარ გაგრძელებულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში ვასილ კარბელაშვილმა დაამთავრა ქართულ-კახური საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღება და ნოტების დაბეჭდვა. კარბელაშვილი ამ სასარგებლო საქმით დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის მარტში მძიმედ გაციებულ ილია ჭავჭავაძეს ახალგაზრდა ექიმი მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო თეატრში უბნის ზედამხედველმა, მაჭავარიანმა შეიპყრო თბილისის მოქალაქე, რომელსაც თეატრის ბილეთები ეყიდა და მეტ ფასად ჰყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში გორის საკრებულო დარბაზში მაზრის ექიმმა, ბეზირგანოვმა წაიკითხა ლექცია შავი ჭირის შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში მოქანდაკე ალექსანდრე თარხნიშვილი ნაცნობებს სთხოვდა, გაეგზავნათ მისთვის ილია ჭავჭავაძის სურათები. ამ სურათების მიხედვით, თარხნიშვილი აპირებდა ილიას საიუბილეო ბიუსტის დამზადებას.

