საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს არჩილ ჯორჯაძეს რუსულად ჰქონდა დაწერილი წერილი ეროვნული საკითხის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

არჩილ ჯორჯაძე თედო სახოკიას გიმნაზიის დასრულების შემდეგ აღარ ჰყავდა ნანახი, სანამ 1899 წელს პარიზში არ შეხვდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი სწავლობდა მონპელიეს უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებელში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სიმონ ქვარიანმა ქალაქ მონპელიეში ჩააბარა უმაღლესი აგრონომიული სასწავლებლის გამოცდები.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი მონპელიეს სასწავლებლის სამწერლო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძაზე ფიქრობდა, რომ იგი კოსმოპოლიტთა იდეოლოგიას იაზრებდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

ალექსი გოგოხია ცხენოსან ლუკა ჩხარტიშვილთან ერთად 1899 წლის ბოლომდე მუშაობდა და მონაწილეობდა „ველური დასავლეთის“ შოუებში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს თედო კიკვაძემ ბათუმში ოლქის მზრუნველის მიერ ნებადართული კერძო სასწავლებელი გახსნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში ოზურგეთში თევდორე კიკვაძის გახსნილ კერძო სასწავლებელში უნიჭობისა თუ სხვა მიზეზის გამო სხვა სკოლებიდან გარიცხული ბევრი მოსწავლე დადიოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1901 წლებში თევდორე კიკვაძის კერძო სასწავლებელში მომზადებულთაგან მრავალი ღირსეულად აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა ფრონტზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში თედო კიკვაძე ოზურგეთში მოღვაწეობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ზაქარია მდივანი გენერალურ შტაბში გადაიყვანეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1902 წლებში ზაქარია მდივანი კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ მსახურობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის აბელ მაყაშვილი 1899 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს ლევან მაღალაშვილმა პაჟთა კორპუსის სასწავლებელი დაამთავრა.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლადო გიორგობიანი დაიბადა 1899 წელს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს სტეფანე ახმეტელაშვილს პორუჩიკის სახმედრო წოდება მიენიჭა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ალექსანდრე ლიონიძე წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის საისტორიო ნარკვევი „საქართველოს ეკლესიის პირველ მოწამე წმ. რაჟდენი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 31 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლე ლევან იაკობის ძე მღებრიშვილი თბილისის უმცროსი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომლის განხილვაც სკოლების კომისიას დაევალა.