საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, განაგებდა ახალი სენაკის, აბაშის, აბედათის, ბანძას, ეწერის, ლეხაინდრავას, ნაქალაქევის, ნოსირის, პირველი ონტოფოს, სეფიეთის, წყემის, კვაუთის, გეჯეთის, გაღმა ზანათის, მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამეს ბიბლიოთეკებს, სულ 16-ს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ 22 აპრილს მ. ი. ღლონტისა და ს. დ. ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ გამართული სპექტაკლის შემოსავალი 244. 76 მანეთი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოჭის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ბესარიონ ვატას ძე ხოშტარია, ზ. ან. მელია, ნიკოლოზ მიხაკოს ძე ნემსაძე, ილარიონ ნიკოლოზის ძე ჭედია, გიორგი რომანოზის ძე ჭიპაძე, ს. ა. ქეშელავა, ტარიელ ბეჟანის ძე ჟვანია და ალექსანდრე გიორგის ძე მამარდაშვილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ სკოლის შენობის ქირაობას სიძვირის გამო ვერ ახერხებდა და ისევ ძველ შენობაში, სადგურში, განაგრძობდა სწავლებას.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მმართველმა, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა მისწერა, რომ, ოფიციალური გეგმის მიხედვით, სიტყვიერი რუსულის სწავლება პირველი წლის მეორე ნახევრიდან უნდა იწყებოდეს, რუსული წერა-კითხვა – მე-2 წლიდან და სწავლის დამთავრებამდე გრძელდებოდეს, საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად კი სხვა ყველა საგანი ოთხივე წელს ქართულად უნდა ისწავლებოდეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, სწავლის დამადასტურებელ საბუთს ითხოვდნენ. მას უპასუხეს, რომ საქმეთა განსახილველად სხდომები ჯერ არ იმართებოდა, ამიტომ მოწმობათა მიცემის შესახებ პასუხს მოგვიანებით შეატყობინებდნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ შეიტყო სათავადაზნაურო სკოლის ვაკანსიის შესახებ და სთხოვდა, ეს ადგილი მისთვის მიეცათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ბათუმის სკოლამ, რომელსაც მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა, სკოლის შენობის წლიური ქირა 450 მანეთი გადაიხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სამუზეუმო სექციის მოხსენების თანახმად ძველი წიგნების თანხა ძველი ხელნაწერების დასაბეჭდად იყო გადადებული.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების 31 ნამდვილი წევრის თხოვნა საწევრო გადასახადის შემცირების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის დადგენილება არჩილ ჯორჯაძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიების გამოცემის შესახებ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 28 ოქტომბერს ბარბალე გარსიაშვილი თბილისის სოფიოს სახელობის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა 6 თუმნის სესხების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის საზოგადოების განყოფილების თხოვნა სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლების მიცემის შესახებ. მთავარმა გამგეობამ ქუთაისის სტამბაში სახელმძღვანელოების დაბეჭდვა შეუძლებლად მიიჩნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დიმიტრი დუმბაძის წინადადებით შემოქმედის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილის სახელი უწოდეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნატალია ბასილაშვილი წილკნის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მას 35 მანეთი გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის თხოვნა თავისი ნაწარმოებების გამოცემის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნსაცავიდან სახლში წასაღებად ძველი „დროების“ ნომრების თხოვების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი და იპოლიტე ვართაგავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნის მკაზმავმა ვასილ ყიფიანმა გამგეობას ხელფასის მომატება სთხოვა. მისი თქმით, მუშების გადასახადების 100%-იან მატებასა და მასალის გაძვირებასთან ერთად მავთულით დამზადებული თითო ფორმა მანეთი გახდა, ხოლო ძაფით დამზადებული – 1.50. ასეთ პირობებში საქმის წარმოება ძნელი იყო. გამგეობამ პრეზიდიუმს ყიფიანისთვის ხელფასის მომატება დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომა გაეცნო ეკატერინე გაბაშვილის წინადადებას პირველი მაისისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული მისი მოთხრობების ერთ წიგნად გამოცემის, 6-7 მოზრდილი დაუბეჭდავი მოთხრობისა და 3 საყმაწვილო მოთხრობის ან ერთ ტომად, ან პატარა წიგნებად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობა გაბაშვილის წინადადებას დაეთანხმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაემტკიცებინა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე და კომიტეტის წევრები: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, წევრობის კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ხაზინადარი კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე და დროებითი მდივანი პართენ გოთუა.

პირები
წყარო