რეგისტრირებული ფაქტები90731
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო მსოფლიო ისტორიისათვის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ისტორიისათვის. სწორედ ეს იყო თანამედროვე პოლიტიკის გარდამტეხი მომენტი ან სულაც არა, მაგრამ შეიძლება მომავალში გამხდარიყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა სპარსეთის უფლისწულს მირზა რიზა (რეზა) ხანს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ წვეულებას დაესწრო ანასტასია წერეთლის სახლში, სადაც მის მიერ 30 წლის წინ დაარსებული საბავშვო ჟურნალის „ჯეჯილის“ რედაქცია იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერში მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ქართული სტენოგრაფიის გამომგონებელი ნინო გელოვანი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის გაერთიანებული მუზეუმების მართვა-გამგეობა უნდა ჩაებარებინათ ექვსი წევრისაგან შემდგარ ორგანოსთვის.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი იესეს ძე ცინცაძე გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ ხალხი ენდობოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს წევრებს და საზოგადოების გამგეობას თავისი მუზეუმებიც სწორედ მათთვის უნდა გადაეცა. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა და უმჯობესი იყო დროულად მოეგვარებინათ ეს საკითხი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუზეუმები კვლავ საზოგადოების მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო, რადგან ის უფრო გაუფრთხილდებოდა და იზრუნებდა ძვირფას საგანძურზე, ვიდრე საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას საუკეთესოდ ჰქონდა ბიბლიოთეკა და მუზეუმები მოწყობილი, რისთვისაც თანხაც კმაროდა და არ იყო საჭირო საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაეცა მუზეუმების მართვა-გამგეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო მუზეუმების არა გაერთიანების, არამედ გაყოფის პირობებს აყენებდა, საზოგადოება კი სთავაზობდა თანაბარი ხმის უფლებითა და ორმხირვი აქტიური მონაწილეობით გაეერთიანებინათ მუზეუმები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გაეერთიანებინათ მუზეუმები საზოგადოებასა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო, დაერქმიათ „ქართული მუზეუმი“ და ერთობლივად აერჩიათ გამგე და რევიზორები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს წარმომადგენლების მიერ არჩეულ მუზეუმების გამგესა და რევიზორებს საქმეების ანგარიში უნდა წარედგინათ საერთო კრებაზე.

