საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსები „აღმართ-აღმართ...“, „ამირანი“ და „ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აკაკი ნანგრევზე – აკაკი ხალხში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აკაკის ძეგლი“.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს სოსიკო მერკვილაძეს თბილისში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ზუბალაშვილების სახალხო სახლში მიხეილ კავსაძის ხელმძღვანელობით კონცერტი გაიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ხაშურის დრამატული დასის გამგეობამ დაადგინა, აკაკი წერეთლის დაკრძალვამდე ყველა ღონისძიება გადაედოთ და ყველა გაზეთისთვის სამგლოვიარო დეპეშები გაეგზავნათ.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 1-ელ დეკემბერს დაასაფლავეს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის დედა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილისა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის ლექსი „მამის საფლავზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის თხზულება „ეს არის? (ვუძღვნი აკაკის ხსოვნას)“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ბაქოში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში, აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კალენიკე ანთაძე I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო ბზვანელის (ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ნაცვლიშვილის) წერილი „აკაკის სამგლოვიარო დღეს!“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს ბაქოში, მაილოვის თეატრში, დანიშნული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტი აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო გადაიდო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი პეტერბურგში ამიერკავკასიის რკინიგზით გაემგზავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის (დავით მელიტონის ძე ჩხეიძის) მოთხრობა „მშობლიურ ცის ქვეშ“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 ნოემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე გრუზინსკი.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იოსებ ჟივიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი და დავით სამსონის ძე კლდიაშვილი სიტყვაკაზმული საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ბრძნული გამონათქვამები პოეტის სხვადასხვა ნაწარმოებიდან.

1871

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ გიორგის ძე მონადირიშვილი 1871 წლის 28 დეკემბერს თელავში დაიბადა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იაგო ტეტუნაშვილის ლექსი „სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის სტატია ვასილ ნინიას ძე კირვალიძის შესახებ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 მარტს თბილისში 45 წლის მუსიკათმცოდნე იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე თოფურიძე ოსმალებთან ბრძოლაში მოკლეს.