საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80262

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 ნოემბერს ქუთაისის ქართული ეროვნული გუნდის ლოტბარი კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას მფარველობაში მიღებას სთხოვს.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ განყოფილებას, ქალთა კომიტეტს, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი თავმჯდომარეობდა.

1896

ტიპი: ავტორობა

ვალერიან გუნიას პიესების მეორე კრებულში დაიბეჭდა ვოდევილი „საშოვარს ნაშოვნი სჯობიან“ და კომედიები – „აღლუმი“, „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ და „ხოლვერობა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ანა ხახუტაშვილს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გერგეთის, საგურამოს, ატენის, წინარეხის, ვარიანის, ბორჩალოს, აკურთის, გომარეთის, ყალამშიის, შრომის, ნავთლუღის, ვერისა და ხობის სკოლებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა. ოქმს ხელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი აწერდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილმა სტუდენტ ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილისთვის სტიპენდიის მიცემაზე უარი განაცხადა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა კლდეში (ახალციხის მაზრა), ქობულეთში, სამეგრელოსა და ქართლში ახალი სკოლების აშენებას ითვალისწინებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის სამოქმედო გეგმა, რომლის შექმნაში გრიგოლ ბურჭულაძეც მონაწილეობდა, საყმაწვილო წიგნების კატალოგის, ბუნებისმეტყველებისა და ელემენტარული გეომეტრიის სახელმძღვანელოებისა და საქართველოს რუკის გამოცემას, „დედა ენასა“ და რუსულის სახელმძღვანელოში შესწორებების შეტანას ითვალისწინებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, გიგა ისაკის ძე ზედელაშვილი და ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფელ ჯუგაანში სკოლის გახსნას სთხოვენ. სოფელში ორი სასწავლებლის არსებობის მიუხედავად 200 ბავშვი სკოლის გარეთ რჩებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საჭიროებისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გიორგი ივანეს ძე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, ჰქონდა: ქართული სკოლა საკუთარი ეკლესიით და სათეატრო დარბაზით, ქალთა ჭრა-კერვის სასწავლებელი, საკვირაო სკოლა და სახალხო სამკითხველო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. პონიატსკი იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორის მოადგილე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომ მწერლების დასახმარებლად გამგეობას ხარჯთაღრიცხვით 180 მან. ჰქონდა გათვალისწინებული, საიდანაც 135 უკვე გაცემული იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მარტს ტუაფსეს განყოფილების გამგეობა იუწყება, რომ საკვირაო სკოლის გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან უსახსრობის გამო მასწავლებლების დაქირავება ვერ შეძლეს. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ევგენი იესეს ძე ბოხუა და სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 მარტს ტუაფსეს განყოფილების გამგეობა იუწყება, რომ დრამატული სექცია დაარსდა და გამგეობის ხელშეწყობით წარმოდგენები თითქმის მთელი წლის განმავლობაში სისტემატურად იმართებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ევგენი იესეს ძე ბოხუა და სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი განყოფილებათათვის შემოსავალ-გასავლის წიგნის ბლანკის სასურველი ეგზემპლარის დაბეჭდვის შესახებ, რომელიც გამგეობას არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომაზე წაიკითხეს მოხსენება ალექსანდრე ხახანაშვილის დასაფლავებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასაცნობად მისული ნიკო თავდგირიძე ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების დრამატული სექციის კომისიის წევრები იყვნენ სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი, ალექსანდრე ბიბილეიშვილი და ევგენი ბოხუა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს გამგეობამ წლიური მოქმედება დაიწყო, სულ ცხრამეტი სხდომა ჩაატარა და ორმოცდათერთმეტი საქმე განიხილა. ხელს აწერენ მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე და სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1914

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებას ერთი ბიბლიოთეკა ჰქონდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).