რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქრისტეფორე ვლადიმერის ძე ფიცხელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვასილ კირილეს ძე მამისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 იანვარს იოსებ ანთაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ლეონტი ნესტორის ძე რევიამ მოსკოვის ინსტიტუტის დასამთავრებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 მაისს ვარდენ ივლიანეს ძე ლორთქიფანიძემ მოსკოვის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დასანიშნად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, შემოსავალი 3871. 73 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 752. 64. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 3119. 09 მანეთი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 ივლისს დავით სოკრატის ძე სულიაშვილმა ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილება გაიხსნა. მისი თავმჯდომარე იყო გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 ივნისს ასტრახანის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ელენე ისიდორეს ასულმა რამიშვილმა მოსკოვის ქალთა სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი (ციხისთავიშვილი), ნესტორ ნიკოლოზის ძე მამულაიშვილი, ივანე კონსტანტინეს ძე ტყეშელაშვილი და ეგნატე დიმიტრის ძე ფაჩულია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გიუმრის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი, 212 წევრი ჰყავდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილება. მისი თავმჯდომარე 1916 წელს მღვდელი კონსტანტინე კავკასიძე იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი კავკავის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ მაჭავარიანი კავკავის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ყიფშიძისა და ილია რუხაძის გარდა ნათლად არავის ჰქონდა გარკვეული საგურამოს მამულის მდგომარეობა, ამიტომ სწორედ მათთვის უნდა მიენდოთ ილიასეული სახლ-კარის დათვალიერება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, უნდა გაერკვიათ სასურველი იყო თუ არა საგურამოს მამულის სხვისთვის გადაცემა, რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა ეს საზოგადოებისთვის და შემდეგ ემსჯელათ ილიასეული სახლ-კარის დამთვალიერებელი ახალი კომისიის შექმნაზე.