რეგისტრირებული ფაქტები80232
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ზაფხულში სოფ. ახალქალაქში ელისაბედ თარხანოვის თაოსნობით ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ ორჯერ გაიმართა წარმოდგენა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს აფხაზეთში 1918 მაჰმადიანი ქრისტიანად მოინათლა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდათ მ. დ. მაჭავარიანსა და აღათია შერვაშიძისას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ზ. ტატიშვილმა მეორე გიმნაზია წარმატებით დაასრულა, ატესტატი აიღო და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ზაქარია ჯორჯაძემ წინანდლის ვენახებიდან ვაზის რამდენიმე ფოთოლი გასასინჯად გაუგზავნა ქიმიკოს ჰენრიხ სტრუვეს, რომელმაც კვლევისას ვაზის ახალი დაავადება „მილდიუ“ აღმოაჩინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გაზეთ „მშაკის“ მეშვეობით კავკასიის სომეხთა ქველმოქმედების საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა იოსებ ტერ-დავითიანცს 100 თუმის შემოწირულობისთვის.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკი კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების საქმეთა მმართველი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს მ. ვ. ორბელიანისა ახალქალაქის საქალებო სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს სოფიო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით ახალქალაქში „ქალთა სკოლის“ სასარგებლოდ არაერთი წარმოდგენა გაიმართა.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888-1893 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-89 წლებში მიხეილ ზაალის ძე ჭუმბურიძე სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-1917 წლებში ბესარიონ შიოს ძე ნაცვლიშვილი სოფ. ბაშის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-89 წლებში ბესარიონ ოქროპირის ძე კახაია სოფ. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ალექსი დავითის ძე კვიჟინაძე სოფ. ბერეთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-91 წლებში ლეონტი ანდრიას ძე კაპანაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-1911 წლებში მოსე მიხეილის (მიქაელის) ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ფოტოგრაფია შეისწავლა, რათა ფირზე აღებეჭდა ჯავახეთში მის მიერ აღმოჩენილი უამრავი ძეგლის ნაშთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ჯავახეთში აღმოაჩინა უამრავი ძეგლის ნაშთი, რომელთა შესწავლა, მისი აზრით, ნათელს მოჰფენდა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მხარეს. ამიტომ მან ამ ძეგლთა აღწერა გადაწყვიტა.