საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87221

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 19 მაისს თბილისიდან მიმავალ რევიზორ ევსტაფი დობეცკის ივანე მაჩაბელმა გადასცა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ბანკის მუშაობის უარყოფითი შეფასებები და მიღებული ზარალის შესახებ ცნობები იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 19 მაისს ევსტაფი დობეცკი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რევიზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგში დაბრუნდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 18-19 მაისს ილია ჭავჭავაძე მუშაობდა პეტერბურგიდან ჩამოსულ რევიზორ ევსტაფი დობეცკისთან ერთად. რევიზორმა შეამოწმა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საქმიანობა და განაცხადა, რომ ბანკი მყარ ნიადაგზე იდგა და თვალსაჩინო ნაკლოვანებები არ ჰქონდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „ოცნება“ დაიბეჭდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 7 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში მიიღო მონაწილეობა.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 5 მაისს სოფ. ზვარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე გარდაიცვალა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის მაისში სათავადაზნაურო სკოლის წლიურ კრებაზე ახალი თაობის წარმომადგენლად 65 ხმით გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული აირჩიეს. მისი კონკურენტი იყო დიმიტრი ივანეს ძე მუსხელოვი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის „მოამბის“ №5-ში დაბეჭდილ ვახტანგ თულაშვილის წერილში „შენიშვნა“ განხილულია ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის სტატია „დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება“ და დიმიტრი ყიფიანის, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, უფრო ვრცელსა და ზუსტ ინფორმაციას მოიცავს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 აპრილს ეკატერინე გაბაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას წერილი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავში მდებარე სკოლის შესახებ. რედაქციამ წერილი 7 მაისის ნომერში დაბეჭდა სათაურით „კავკაველ ქართველების პირმშო შვილი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 აპრილს ცალკე ბროშურად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის, დავით ავალიშვილისა და მიხეილ გრუზინსკის მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი იმის თაობაზე, თუ რატომ არ გასცა თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა საიპოთეკო ფურცლები მსესხებლებზე.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დავით ავალიშვილთან და მიხეილ გრუზინსკისთან ერთად დაწერა განმარტებითი ბარათი სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის ერთ-ერთი წევრის პასუხად, რომელმაც საყვედური გამოთქვა საიპოთეკო ფურცელების გაცემის შეჩერებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, დროებითი შეჩერება აპრობირებული მეთოდია სხვა ბანკებშიც და კლიენტურის დაკარგვას არ იწვევს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძემ მემამულე ზაქარია გიორგის ძე ერისთავისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის ილიას სთხოვს, მფარველობა გაუწიოს სოფელ ოძისში მის მიერ წამოწყებულ საქმეს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძე „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად გორში კრივს დაესწრო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 11 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხახანაშვილის რეცენზია ვახტანგ ორბელიანის ლექსების კრებულზე.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 6 აპრილს სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ გრიგოლის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 11 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ რეცენზიაში „ლექსები ვახტანგ ორბელიანისა“ ალექსანდრე ხახანაშვილი აღნიშნავს, რომ გამოცემას თან ერთვის ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი ორბელიანის ბიოგრაფია.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 31 მარტს ილია ჭავჭავაძემ მემამულე ზაქარია გიორგის ძე ერისთავისგან მიიღო წერილი, რომელშიც ატყობინებს, რომ საკუთარი სახსრებით აპირებს სოფელ ოძისში სამეურნეო სკოლის გახსნას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 24 მარტიდან სინოდის დადგენილებით მღვდელ გიორგი ლეკვეიშვილის ქვრივს, მაკრინეს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია, თვეში 65 მანეთი, დაენიშნა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს, ვალერიანს კი – 25 მან.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 24 მარტიდან სინოდის დადგენილებით არგვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის, სპირიდონ აბრამიშვილის ქვრივს, რუსუდანს, ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან დაენიშნა პენსია, თვეში 65 მანეთი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, რომ განათლებული პედაგოგები შეერჩიათ და რაიონებში გაეგზავნათ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე სახალხო სკოლების დადებით მხარეზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლების გამრავლების შედეგად ხალხში ცოდნამ, ქვეყანაში კი სტამბების რიცხვმა იმატა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში განმარტა, რომ ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობას განათლებული მასწავლებლები გამოასწორებდნენ, რომლებსაც საზოგადოება შეარჩევდა და სკოლებში გაგზავნიდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერის წინსვლის საქმეში სახალხო სკოლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სახალხო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განათლებული მასწავლებლების შერჩევა და მათთვის მნიშვნელოვანი სამოქალაქო და საგანმანათლებლო მისიის დაკისრება შესთავაზა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილ მასწავლებლებს ეტაპობრივად უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ნაშრომები და ადგილობრიგი კვლევის შედეგად შესწავლილი საქმე.