რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და კ. მესხი ხაშურის დრამატული წრის გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვმა თავისი 40-ოთახიანი სახლი (40 000 მანეთის ღირებულების) ქართველ ქალთა განათლების საზოგადოებას შესწირა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი 1915 წლის 19 ივლისს ბერძენთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმში ჩასულმა დიმიტრი ჟლობამ ვერ შეასრულა მთავარი დავალება – ვერ დაატუსაღა ნოე ჟორდანიას მთავრობა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის დრამატული წრის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ანა შოთაძე და იუზა ზარდალიშვილი ხაშურის დრამატული წრის მიწვეული მსახიობები იყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბოლშევიკური ხელისუფლების დროებითი ორგანო – რევკომი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა გაერთიანებას ედგა სათავეში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, რომ რევკომის განკარგულებაში მყოფი ჯარი შედიოდა ბათუმის ოლქში, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და მისი მხედრობისადმი მეგობრულად განწყობილი ძალა.

