რეგისტრირებული ფაქტები80221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ბარნოვის თხოვნა 30 000 მანეთი მიეცათ თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით ბარნოვის თხოვნა დაკმაყოფილდა.
1914
ტიპი: ავტორობა
ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ახალი წესდების პროექტი დაათვალიერეს და ეთანხმებიან წესდებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა რეხის სკოლას.ანგარიშ ხელს აწერენ: თავმჯდომარე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქაიხოსრო ქავთარაძემ, რომელსაც გარდაცვლილი ილია ჭავჭავაძის სახლის მოვლა დაევალა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, ოლღა გურამიშვილს ნუ მოახსნევინებდნენ ქვაბსა და პირსაბანს. გამგეობამ საკითხის მოგვარება ალექსანდრე ყიფშიძეს მიანდო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის შუამდგომლობით ომისაგან დაზარალებულთა შვილებისათვის ბაქოსა და სოხუმში მოწყობილ თავშესაფრებს რევიზია ჩაუტარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა – ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. სარევიზიო მოხსენებიდან გაირკვა, რომ თავშესაფრები ნორმალურად მუშაობდნენ.
1916
ტიპი: მფლობელობა
საგურამოს მამული, რომელიც 1915 წლის ბოლომდე აგრონომ ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილს ჰქონდა იჯარით აღებული, 1916 წლის 1-ლი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამეურნეო საზოგადოების გამგეობას 12-წლიანი იჯარით გადასცა. სამეურნეო საზოგადოებას ევალებოდა მამულის მოვლა და ყველა საჭირო გადასახადს თავად ფარავდა. ფული, წმინდა შემოსავლის სახით 75%, სამეურნეო საზოგადოების საჭიროების ფონდს ხმარდებოდა, ხოლო 25% ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარეს, ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძეს სწერდა, რომ თემის საბჭოს გადაწყვეტილება განყოფილების დახურვასთან დაკავშირებით არ შეესაბამებოდა საზოგადოების წესდებას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აპრილიდან გერონტი ქიქოძის სტიპენდია განთავისუფლდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აგვისტოდან სტუდენტ ტარას ნიჟარაძის სტიპენდია თავისუფლდებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის თხოვნა ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ქართული ბიბლიოთეკისთვის ქართული გამოცემების გასაგზავნი ხარჯების საზოგადოების მიერ დაფარვის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორბალოს მოსახლეობის თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ. მასწავლებლისთვის ჯამაგირი საზოგადოებას უნდა გადაეხადა, დანარჩენი ხარჯები – სოფელს. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პირველი სექტემბრიდან თავისი შვილის, ნინო ლასხიშვილისთვის სტიპენდიის შეწყვეტა სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ნაკადულის“ რედაქციამ საზოგადოებას კუბიკური ანბანის გამოცემის უფლება მისცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარის თხოვნა რევიზიის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და შალვა ანტონის ძე მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივლისს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კრედიტის 600 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა 150 მანეთის გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის საზოგადოების სხდომის ოქმების მიხედვით ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ანდერძის აღმსრულებელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჭის განყოფილების თხოვნა საქვითრო დავთრის ფასდაკლებით გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სახალხო სკოლების დირექტორის თხოვნა იმ სკოლების დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნის შესახებ, რომელთა გახსნასაც საზოგადოება აპირებდა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.