რეგისტრირებული ფაქტები80220
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გრიგოლ ვოლსკის გასვენებაზე ბათუმის განყოფილებას გვირგვინის ნაცვლად 20 მანეთი გაუგზავნა. დავთარს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე ბართლომე მოსეშვილი და მდივანი იასონ ბაქრაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეულ ეზოში იყო დაავადებული და დაბერებული ხეხილი. მათი მოსავალი კი მხოლოდ 1000 მანეთად გაიყიდებოდა და მთლიანი შემოსავალი 2000 მანეთი გამოვიდოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ფუტკრის მოშენებას მისდევდნენ. 1000 გეჯამდე მიწის ფართობი ეკავა საფუტკრეებს, რაც წმინდა შემოსავალს – 200 მანეთს უდრიდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მამულში ვენახები ფილოქსერისაგან იყო განადგურებული, მოსავალი 600 ვედრო ღვინოზე მეტი არ იქნებოდა და წლების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდეობოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიას სახლ-კარის 123 დესეტინა მიწიდან ყოველწლიურად მუშავდებოდა 82 დესეტინა მიწის ფართობი. საშუალო მოსავალი დესეტინა მიწაზე უდრიდა 65 ფუთს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის შემოსავლის უმთავრეს წყაროს სახნავი მიწები წარმოადგენდა. ამ მიწებიდან შემოსავალი წელიწადში 1200 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის საბაღე მიწებს, რომლებიც უმაღლესი კულტურის მცენარეების გასაშენებლად ვარგისიანი იყო დაახლოებით 22 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის ბუჩქნარსა და ხრიოკ-საძოვარს დაახლოებით 25 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის სახნავ მიწებს 123 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა, საიდანაც 3 დესეტინა სარწყავ ნაკვეთებს ეკუთვნოდა. მამულში იყო არასარწყავი კარგი ხარისხის მიწებიც.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიას სახლ-კარის ტყეს 113 დესეტინა მიწის ფართობი ეკავა, რომელიც დაცული იყო და წარმოადგენდა შეშის, ჭიგო-მარგილისა და ალაგ-ალაგ შენობის მასალას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ჯავახიშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 13.60 მან., სიმონ ქვარიანს — 25.32 მან., ლისინოვს — 19.35 მან., ვასილ ყიფიანს — 10 მან., ლეო კერესელიძეს მოხსენებების დაბეჭდვაში — 5.60 მან., იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვისთვის გაიღეს — 48.20 მან., ალექსანდრე მდივანს — 17.84 მან., გრიგოლ რცხილაძეს — 4.50 მან. და ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი რამაც სულ შეადგინა 490.18 მანეთი.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილი იყო შალვა გოგებაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ია კარგარეთელმა ნოტებში ასაღები თანხიდან 500 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ კარგარეთელის თხოვნა დააკმაყოფილა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ისიდორე ჭანტურია ზუგდიდის მაზრის სოფელ კირცხის სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ფელიპე მიხაილის ძე ტეტუნაშვილი დაბა ვანის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სოფრომ ბერულავა ზუგდიდის მაზრის სოფელ ლესიჭინის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს დავით რცხილაძე მუშაობდა ოსტატად კისისხევ-ნასამხრალის სასოფლო სკოლაში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განმარტა, რომ მუზეუმის შენობის ასაგებად საჭირო თანხა მთლიანად არ იყო შეგროვებული, ნაწილ-ნაწილ გროვდებოდა. მუზეუმის ასაშენებელი ადგილი შერჩეული იყო და როცა საკმარისი თანხა შეგროვდებოდა გამგეობა მაშინვე დაიწყებდა მშენებლობას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრ. გორდეზიანმა განაცხადა, რომ საჭირო იყო სპეციალური კომისიის არჩევა, რათა გაერკვიათ რამდენად მოსახერხებელი ან ხელსაყრელი იყო მუზეუმის სხვის ხელში გადაცემა და რა ზომები უნდა მიეღოთ მუზეუმებში წესრიგის დასამყარებლად.