რეგისტრირებული ფაქტები87209
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ წაკითხული განმარტებითი მოხსენების თანახმად, „საზოგადოება" იყო ფაქტობრივი მფლობელი შემდეგი ქონებისა: ოლღა ჭავჭავაძისეული 286 დესეტინა მამულისა საგურამოში – ვალი 18 825 მანეთი და 44 კაპიკი, ასევე გადასახადის ნარჩენი – 1139 მანეთი და 88 კაპიკი, სულ – 19 965 მანეთი და 32 კაპიკი; ილია ჭავჭავაძისეული სახლისა თბილისში – ვალი 6000 მანეთი, დამატებით გადასახადის ნარჩენი – 1565 მანეთი 60 კაპიკი, სულ – 7565 მანეთი და 60 კაპიკი; საგურამოს მომიჯნავე ზაქარია გურამიშვილის მამულის ერთი მესამედის იჯარისა; სამივე ზემოჩამოთვლილ მამულს ალექსანდრე ყიფშიძე განაგებდა დაქირავებული მმართველებისა და მოსამსახურეების მეშვეობით, რომელთა შენახვაც წელიწადში 1000 მანეთი ჯდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, განყოფილების 1919 წლის სავარაუდო შემოსავალს შეადგენდა: საწევრო გადასახადი – 250 მანეთი, სეირნობა – 2500 მანეთი, საღამოები – 1500 მანეთი, შემოწირულობა – 2500 მანეთი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, განყოფილების 1919 წლის სავარაუდო გასავალს შეადგენდა: სამკითხველოს გამგის ანაზღაურება – 3600 მანეთი, გათბობა – 500 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 1500 მანეთი, საკანცელარიო ნივთები – 300 მანეთი, წიგნები – 500 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 200 მანეთი, მთავარგამგეობისთვის მისაცემი პროცენტები – 150 მანეთი, სულ – 6750 მანეთი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ ალექსანდრე ყიფშიძის მემორანდუმის მოსმენის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია მოხსენება შევსებულიყო შემდეგი საკითხებით: ილიას საგურამოს მამულისა და თბილისის სახლის მართვა-გამგეობის წესის შემოღება; ოლღა ჭავჭავაძისგან იჯარით აღებული ზაქარია გურამიშვილისეული მამულის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცნობა; საზოგადოების მამულებიდან მიღებული შემოსავლების (1908 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული) დაჯამება.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრებმა წაიკითხეს მოხსენება 1917-1918 წლების შემოსავალ-გასავლის შესახებ. მოხსენების ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების მიხედვით, 1917 წლის 1-ლი იანვრისთვის გამგეობის ხაზინაში დარჩენილი იყო 3180 მანეთი და 21 კაპიკი, შემოსავალი შეადგენდა 1599 მანეთსა და 96 კაპიკს, სულ იყო 4780 მანეთი და 17 კაპიკი. მოხსენების ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1918 წლის დასაწყისში განყოფილების გამგეობის ხაზინაში დარჩენილი თანხა შეადგენდა 3609 მანეთსა და 94 კაპიკს. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.
1909
ტიპი: ავტორობა
ზედაზნის მონასტრის წინამძღვრის, მღვდელ-მონაზონ იოანეს წერილიდან ვიგებთ, რომ 1909 წლის 23 თებერვლისთვის უმიწოდ დარჩენილი, უღარიბესი მონასტრის საარსებო წყარო იყო მხოლოდ 332 მანეთი და 50 კაპიკი, რომელსაც ყოველწლიური სარგებლის სახით იღებდნენ იმ 10 000 მანეთიდან, რომელიც ნეტარხსენებულმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ შესწირა მონასტრის გახსნას ოციოდე წლის წინ და ასევე – ის აღთქმული სურსათ-სანოვაგე, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და ლევან ციციშვილის მამულებიდან ეძლეოდათ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 23 თებერვალს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა იოანემ უმორჩილესი თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რათა უსახსრობით და უმიწობით შეჭირვებული მონასტრისთვის არა მარტო დაენარჩუნებინათ ოლღა ჭავჭავაძის მიერ ილიას სულის საოხად შეწირული ორი დესეტინა მიწა ვენახის გასაშენებლად და საბოსტნედ, არამედ თავიანთი მხრით კიდევ ოთხი დესეტინა მიწა მიეზომათ, ამასთან, საფასურის (50 მან.) ნაწილ-ნაწილ გადახდის საშუალებაც მიეცათ: ერთ 25 მანეთს მაისში შეიტანდნენ, მეორეს – ნოემბერში. ასეთი დახმარება კი დანგრეული მონასტრის აღდგენისა და გამშვენების შესაძლებლობას გააჩენდა ისევ და ისევ ქართველი ერის სასარგებლოდ და სასიქადულოდ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 23 თებერვალს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იოანემ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილობით აუწყა უმიწობითა და მწირი შემოსავლით (წლიური 332 მან. 50 კაპ.) შეჭირვებული საძმოს უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა: ლუკმაპურის საშოვნელად ბერები კარდაკარ დაიარებოდნენ და ხალხს აწუხებდნენ კალოობის დროს, ამას ზედ ერთვოდა ავაზაკთა თავგასულობა – მათ მიწასთან გაასწორეს მონასტერი, ძველი ლოგინები და სამოვრებიც კი არ შეარჩინეს.
1909
ტიპი: ავტორობა
წმ. იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვრის – მღვდელ-მონაზონ იოანეს მიერ 1909 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის მიწერილ თხოვნაში ნათქვამია, რომ ჟამთა სიავით 500 წლის განმავლობაში დახურული და გაუკაცრიელებული მონასტერი ოცი წლის წინ გახსნა განსვენებულმა მეუფე ალექსანდრემ. ეპისკოპოსი თავდაპირველად ილია ჭავჭავაძეს, ლევან ციციშვილსა და კნეინა ეკატერინეს მოელაპარაკა, რომელთა მამულშიც მდებარეობდა მონასტერი და დაადგინა, თუ რა სახსრების გაღებას შეძლებდნენ ისინი მონასტრის საძმოს შესანახად. თავადებმა დახმარება აღუთქვეს და შეჰპირდნენ, რომ თითოეული ოჯახი მონასტერს ყოველწლიურად მიაწვდიდა 15 ფუთ პურს, 3 ფუთ ლობიოსა და 3 ჩაფ ღვინოს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ ამავე წლის 1-ლ იანვარს საზოგადოების წიგნსაცავში 6615 ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი ირიცხებოდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე კავკავში წასულიყო იქაური სკოლის მდგომარეობის შესასწავლად.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ ვალდებულები იყვნენ ყვირილის განყოფილებას დახმარებოდნენ და ეშუამდგომლათ თბილისის დრამატულ საზოგადოებასთან, რათა მათ თეატრის შენობის ასაგებად ერთდროული დახმარება გაეწიათ განყოფილებისთვის.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას თეატრის შენობის ასაგებად საჭირო თანხების მოსაძიებლად მთავარგამგეობა უნდა დახმარებოდა და თავად განყოფილების წევრებსაც უფრო მეტად უნდა მოენდომებინათ.

