საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1916 წლის სავარაუდო შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილების ხაზინაში საწევრო გადასახადით 150 მანეთი შევიდოდა, საღამოებიდან, სეირნობიდან და წარმოდგენებიდან – 200, შემოწირულობებიდან – 20, ყულაბებიდან კი – 10 მან. სულ 1916 წელს ცხინვალის განყოფილებას, სავარაუდოდ, შემოსავალი 380 მანეთი ექნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში, ექვთიმე თაყაიშვილის რჩევის თანახმად, დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმიდან ზოგიერთი ნივთი გადაარჩია, 3 ყუთში ჩაალაგა და წიგნსაცავის ბეჭდით დაბეჭდა. ყუთებში ადგილის სიმცირის გამო მან წიგნსაცავის ხელნაწერები მუზეუმის ხელნაწერებთან ერთად ცალკე ყუთში ჩააწყო. 20 თებერვალს მთავრობამ მის მიერ დახარისხებული მასალა საისტორიო საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმის ყუთებთან ერთად მთავრობის მოხელის თანხლებით დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მაღაზიის ქირისთვის 3 000-ის ნაცვლად 5 000 მანეთი გამოყვეს, მაღაზიისა და საწყობის დაზღვევისთვის 10.251 მანეთისა და 32 კაპიკის ნაცვლად — 20.4000 მან., წვრილმანი ხარჯისთვის 15 000-ის ნაცვლად — 20 000 მანეთი, წიგნის მაღაზიის მოსაწყობად კი 30 000-ის მაგივრად — 40 000 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ჯამაგირის გაზრდა გადაწყვიტეს. 1-ლი ივლისიდან ექსპედიტორი 7 000 მანეთს აიღებდა, მაღაზიის მოლარე — 6 000-ს, მაღაზიის მსახური — 4 000-ს, ბიბლიოთეკარი — 5 000-ს, ბიბლიოთეკარის თანაშემწე — 4 500, ბიბლიოთეკის დამლაგებელი კი — 2 000 მანეთს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი ივლისიდან რევიზორებისთვის 1 000 მანეთი მიეცათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წიგნების გამომცემლობის მსახურის ჯამაგირისთვის 39 400 მანეთი გამოყვეს, გამგეობის წევრების სხდომებზე დასწრების ჰონორარისთვის — 40 000 მან., სკოლებისა და ბიბლიოთეკების დასახმარებლად — 450 000, პანთეონის დასახმარებლად — 10 000 მანეთი, საკანცელარიო ნივთების შესაძენად კი — 50000 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კანცელარიის ყოფილი მსახურის, ალექსანდრე გძელიძის თხოვნა სამსახურიდან დათხოვნის გამო სალიკვიდაციოს მიცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის ერთი თვის ჯამაგირის, 1400 მანეთის, მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება კანცელარიის მეორე მსახურის მოწვევისა და მისთვის თვიურად 2 000 მანეთის დანიშვნის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის ყოფილი ნოქრის, რუსუდან ზაალიშვილის თხოვნა სამსახურიდან დათხოვნის გამო სალიკვიდაციო ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის ერთი თვის ჯამაგირის 1680 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი თებერვლიდან ხაზინადრისთვის 3 500 მანეთი დაენიშნათ, საწყობის გამგისთვის, მაღაზიის პირველი თანაშემწისა და მეორე თანაშემწისთვის – 5 000-5 000 მან., მაღაზიის პირველი ნოქრისთვის – 4 200, მოლარისთვის კი – 3 000 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზედა ხუნწის წიგნსაცავ-სამკითხველოს დამაარსებელი ჯგუფის გამგეობის თხოვნა წიგნებით ან ფულით დახმარების შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ამაშუკეთის თემის პეტრე ავლოხაშვილის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბუღალტრის ხელფასი 5 000 000 მანეთი იყო, საქმისმწარმოებლისა და ბიბლიოთეკარის – 2 090 000, ბიბლიოთეკარის თანაშემწის – 1 850 000 მან., მდივანი ვარლამ ბურჯანაძე ივლისიდან ხელფასს არ იღებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ამერიკული სასადილოს გამგემ, მ. ტოროშელიძემ გამგეობას ამერიკელი ქალისთვის საჩუქრად ქართველიშვილის გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, სასურველი წიგნი 500 000 მანეთად მიეცა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის დადგენილებით, პირველი ნოემბრიდან თამარ ჯარიაშვილს ხელფასი თვეში 3 მილიონი მანეთი გაუხდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ ცუდი გზების გამო მან დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხა და სამი დღის შემდეგ გაემგზავრებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგმა ექვთიმე თაყაიშვილმა მთავრობის სახელით დავით კარიჭაშვილს მიმართა, რომ ქართული ჯარის თბილისიდან გასვლის შემთხვევაში ჩაელაგებინა ყუთებში საზოგადოების მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები, მნიშვნელოვანი ხელნაწერები და სხვა მუზეუმებისა და სახაზინო ნივთებთან ერთად დასავლეთ საქართველოში წასაღებად გაემზადებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოების შემოსავალი 1 601 102. 49 მანეთი იყო, გასავალი – 443 670. 30 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სანდრო მაისურაძის სახელობის ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა წიგნებისა და რვეულების ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ წიგნების 20%-იანი ფასდაკლებით მიცემა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარის, გაბრიელ ბოჭორიშვილისა და მოადგილის, ნიკოლოზ ხატისკაცის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებას წინა წლის შემოსავლიდან დარჩენილი ჰქონდა ნაშთი – 15 მან. და 70 კაპ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოში ყველა დაწესებულებამ გადადო თანხა მიწისძვრის გამო შექმნილი გორის ფონდის გასაძლიერებლად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ იანვარს ცხინვალის განყოფილებას, რომლის მდივანი იყო არჩილ დედანაშვილი , 31 დამფუძნებელი წევრი ჰყავდა. წლის განმავლობაში განყოფილებამ 69 ახალი წევრი მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა მაღაზიის ნოქრის, რუსუდან ზაალიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნატალია გიგაურმა-გაბაშვილისამ განსახილველად წარადგინა ივანე ტურგენევის „მამებისა და შვილების“ თარგმანი. გამგეობამ გადაწყვიტა, ნაშრომი განსახილველად რეცენზენტისთვის გადაეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება მაღაზიის გამგის მოწვევისა და მისთვის თვიურად 6 000 მანეთის დანიშვნის შესახებ.