საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80201

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მცხეთის სახალხო ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მათ 10 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის განყოფილებათა წარმომადგენლების დასწრებით შემდგარი კრების ოქმები, რომელთა განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების 1911 წლის ანგარიში. ანგარიშის განხილვა გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს, არჩილ ჯაჯანაშვილსა და შალვა მიქელაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში პირველი იანვრიდან 19 აპრილამდე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევი ქონების ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, გრიგოლ რცხილაძეს გერბის მარკებისთვის 2 მან. და 50 კაპ მისცა.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 25 აგვისტოს გამგეობას თხოვნით მიმართა ყალამშელმა მღვდელმა ნეოფიტე ომარაშვილმა, რომ არ დაეხურათ სოფელში მდებარე ერთადერთი სკოლა. გამგეობამ დაადგინა, რომ 5 მაისის დადგენილება სკოლის დახურვის შესახებ დაეტოვებინათ ძალაში.

1912

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 14 თებერვალს ბორჯომის განყოფილების საპატიო წევრმა ვლადიმერ ყიფიანმა განცხადება გააკეთა, რომ ბორჯომის განყოფილების საზოგადო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 29 მაისს ადგილი ჰქონდა არასათანადო წესდების შემოღებას, რომლის გამოც მთავარმა განყოფილებამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა ბორჯომის განყოფილებას. განმარტება გამგეობამ განიხილა 6 მარტს და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს წესდება, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ბაქოს განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ანგარიში ჩაიბარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე; წარმოადგინეს ცნობა, რომ ყალამშის სკოლის შესანახად გამგეობამ ხარჯთაღრიცხვაში შეიტანა 410 მანეთი, აქედან სკოლის გახსნის შემთხვევაში, სხვადასხვა ხარჯის გასტუმრების შემდეგ სკოლის შენობისთვის დარჩებათ 220 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვასილ ყიფიანს „დედა ენის“ ყდაში ჩასმა დაავალეს.

1908

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1908 წლის 12 ოქტომბერს საზოგადო კრების გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკა-მუზეუმი არ გადასცეს საისტორიო საზოგადოებას და ისევ წერა-კითხვის საზოგადოების მფლობელობაში დატოვეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: 1) საზოგადო კრების გადაწყვეტილებით მალევე უნდა დაეწყოთ მუზეუმის აშენების საქმე, 2) ამისათვის სამუზეუმო თანხას უნდა დამატებოდა შემდეგი თანხები: ილიასი, რაფიელ ერისთავის, სასტამბო და ძველი წიგნების ფონდისა, 3) აღნიშნული საქმე ჩაებარებინათ ცალკე კომისიისთვის, 4) კომისიაში უნდა აერჩიათ 3 წევრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან, 3 წევრი საისტორიო საზოგადოებიდან და 5 წევრი დაენიშნათ საზოგადო კრების არჩევით.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, ხოლო მათ კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.

პირები
წყარო

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო ერთიანად გადაიხადეს, იყვნენ: სპირიდონ მალხაზის ძე კედია, ნესტორ კალანდაძე, სამსონ მალაქიას ძე კიკნაძე და კირილე ალექსანდრეს ძე კილაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა კირილე იესეს ძე ნინიძემ და ალექსი ნახუცრიშვილმა გადაიხადეს საწევრო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1898 წელს საზოგადოებამ ჩაიბარა განსვენებული ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები, რის გამოც წიგნსაცავი ნამდვილ მუზეუმად გადაიქცა.

1900

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1900 წლის 4 ივნისს საზოგადო კრებაზე განიხილეს საკითხი წიგნსაცავისა და მუზეუმისთვის ცალკე შენობის აგების თაობაზე, თუმცა დაადგინეს, რომ ამ საქმის შესრულება წესდების შეუცვლელად არ შეიძლებოდა. ასე გაგრძელდა 1907 წლამდე. ამ დროის განმავლობაში კი სამუზეუმო თანხა თანდათან იზრდებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის დაუსწრებლობის გამო განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1909 წლის 20 დეკემბერს გამგეობამ დიდი მოხსენება წარუდგინა საზოგადო კრებას, რომლის თანახმადაც გამგეობას სურდა ბიბლიოთეკა-მუზეუმი გადაეტანათ ილიასეულ სახლში, რომელიც შესაფერისად უნდა გადაეკეთებინათ, მაგრამ შემდეგ გამგეობა დაეთანხმა სარევიზიო კომისიის მოხსენებას, რომ აეშენებინათ ცალკე სამუზეუმო სახლი, რომლის თანხასაც უნდა დამატებოდა ილიას სახელობის ფონდის თანხა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებაში სწავლა-განათლების, დრამატული და სახალხო ლექციების მომწყობი სექციები არსებობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ქობულეთის სამკითხველოსთვის 15 მანეთის წიგნების გადაცემის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების საკანცელარიო მაღაზიის გამგემ ყარამან იაგორის ძე კოპალეიშვილმა ბრალი დასდო გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძესა და პავლე ლუკას ძე წულაიას მაღაზიის მუშაობის ხელის შეშლაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ყიფშიძეს დავით კლდიაშვილის მოთხრობების კორექტირებისთვის 10 მანეთი გადაუხადეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქართველ მაჰმადიან მოსწავლე მურად გულთაიშვილს თბილისის გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მისცეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 17 დეკემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ნიკო ჯანაშვილი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი იყო.