რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ელენე ს. გვარამაძისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს იულია ივანეს ასული სარაჯევისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ელენე ივანეს ასული ხიმშიევისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ხოჯა ალი მახაჭკაძე ბათუმის ოთხგანყოფილებიან სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს წინარეხის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ეკატერინე გაბაშვილმა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი სოფელ გომარეთში ახალგახსნილი სკოლის დასათვალიერებლად ჩავიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული თედო რაზიკაშვილი ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს გომარეთის სკოლის საქმეზე გაგზავნილ ექვთიმე თაყაიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საგზაოდ 65 მანეთი გადასცა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წელს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ასლან ავალიანის აზიურ მაღაზიაში იყიდებოდა იმერული, მეგრული, ლეკური შალები, თივთიკები, ქამარ-ხანჯალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს პეტერბუგელი და მოსკოველი წიგნის მაღაზიის მეპატროეების, სტასულევიჩის, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძისა და ა. შ. მონაწილეობით კავკავში კერძო ბიბლიოთეკა-სამკითხველო იხსნებოდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის იანვარს თავადის მეუღლეს, ეკატერინე ერისთავს მწყემს-მთავრული მადლობა გამოეცხადა დიდი მეჯვრისხევის დასახმარებლად გაღებული შეწირულობისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს გურიაში ადგილობრივი მემამულე თ. ნ. თავდგირიძე აგროვებდა ხელმოწერებს ისეთი სამრევლო სკოლის ასაშენებლად, რომელშიც, მიუხედავად ფინანსური მდგომარეობისა, ყველა მსურველი შეძლებდა სწავლას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ხმები დადიოდა, რომ ჭოროხის მიდამოებში ოქროს მადანი იყო დამალული. კავკასიის მთის მმართველობამ ჭოროხის მიდამოს დათვალიერება მიანდო ლებედევს, რომელმაც მადანი ვერ აღმოაჩინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს ზუგდიდში ირაკლი ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილთან შეეძლოთ, ოჩამჩირეში – სპირიდონ ნორაკიძესთან, ხოლო ოქუმში – ივანე გეგიასთან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს საჩხერეში ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძესთან შეეძლოთ, ხიდისთავში – სიო გიორგის ძე ბერიძესთან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს ხონში ილია ალექსის ძე წულუკიძესთან შეეძლოთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს „ცნობის ფურცელზე“ ხელმოწერა რედაქციის გარდა ექვთიმე ხელაძის სტამბის კანტორაშიც შეიძლებოდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წელს თავად-აზნაურთა ქარვასლაში მოწყობილი ბანკის საზაფხულო ბაღი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა. ბაღში შუადღიდან უკრავდა სამხედრო მუსიკა.

