საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: პელაგია (მონაზონი), სიმონ დავითის ძე ჟღენტი, დავით ეფრემის ძე ჟღენტი, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილი, არჩილ გერმანეს ძე რუხაძე, ლევან დიმიტრის ძე ფალავანდიშვილი, ზაქარია გიორგის ძე ფორაქიშვილი, სიმონ ფიცხელაური, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ქეშიშოვი და ვასილ სიმონის ძე ყიფიანი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ტრიფონ ონისიმეს ძე შენგელია, სიმონ ნიკოლოზის ძე შენგელია, ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე, ანდრია გრიგოლის ძე ჩაჩიბაია, ბიკენტი მაქსიმეს ძე ცაგარეიშვილი, ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილი, პორფირე სამსონის ძე წიქვაძე, ერასტი ივანეს ძე ჭავჭანიძე, ვასილ ხვიჩია, სევერიანე ბეჟანის ძე ჯავახია და ლევან ქიტოს ძე ჯავახიშვილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ნიკოლაევში იყო ოლღა (ოლგა) გიორგის ასული ხოფერია.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ნოვოროსიისკში იყო მაკრინე იოსების ასული ღლონტისა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ოჩამჩირეში იყო სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძე (ნარაკიძე).

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ოზურგეთში იყო მიხეილ თუმანიშვილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი როსტოვში იყო სტეფანე სვიმონის (სამსონის) ძე ელიაძე.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები საჩხერეში იყვნენ ნინო წერეთლისა, მერი სიმონის ასული წერეთლისა, ბეჟან დავითის ძე წერეთელი და ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძე.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები სოხუმში იყვნენ თეიმურაზ მიხეილის ძე გაბუნია და სტეფანე სიმონის ძე თურქია.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები სიღნაღში იყვნენ გიორგი იასეს ძე ტყავაძე და ზაქარია იოველის ძე ნაცვლიშვილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სევასტოპოლში იყო ბ. კობეშავიძე.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სტამბოლში იყო კ. ჯაყელი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი (უმწიფარიძე).

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ვასილ ბასილის ძე გოგოლაშვილი, ნინო გიორგის ასული გოგოლაშვილი, ბესიკ ნინიას ძე გოგოლაშვილი, ზაქარია ალექსანდრეს ძე ნიკოლაიშვილი, გიორგი ბასილის ძე გოგოლაშვილი, სოფიო ვასილის ასული ახმეტელაშვილი, სტეფანე გიორგის ძე ახმეტელაშვილი, ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი და ანა ილიას ასული სოლოღაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივნისში ჯარში გაწვეულმა მაღაზიის მოსამსახურემ, ივანე მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მაისის სრული ჯამაგირი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ბიბლიოგრაფიის შესადგენად საათში 100 მანეთის მიცემის შესახებ. მისი აზრით, ნაშრომის დასამთავრებლად 28-56 საათი იქნებოდა საჭირო. გამგეობა სახოკიას წინადადებას დაეთანხმა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ინვენტარის შესაძენად 3635 მანეთი და 58 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: კონსტანტინე მაქსიმეს ძე იმნაძე, კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე, თამარ ვასილის ასული ჯაფარიძე, ქეთევან კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე, რევაზ კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე, ბესარიონ პავლეს ძე ჩიქოვანი, დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძე, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი, სიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი და ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ხარჯი 27 754 მანეთი და 44 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილება მათ ზედმეტი ყულაბების გაგზავნას სთხოვდა, რათა საზოგადოებრივ დაწესებულებებში განეთავსებინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ბათუმის განყოფილებისთვის ნიმუშის სახით გაეგზავნათ ორმაგი ბუღალტერიის წესით შედგენილი შემოსავალ-გასავლის დავთარი განმარტებებითურთ, რათა ბათუმშიც შესაბამისად ეწარმოებინათ ანგარიშები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფიო ვახვახიშვილისას მიერ თელავის განყოფილებისთვის შეწირული 1 800 მანეთის ღირებულების ფასიანი ქაღალების სარგებელი, წელიწადში 76 მან. და 44 კაპ., სტიპენდიებს ხმარდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებას წინა წელს მოწაფეებისგან 332 მანეთი შეუგროვდა.