რეგისტრირებული ფაქტები80199
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 იანვრის ქონებრივი მდგომარეობის აღწერისას იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მას მართებდა წიგნების მკაზმავი ვასილ ყიფიანის 200 მანეთი და დავით მაჭავარიანის 800 მანეთი – წიგნების ქაღალდისა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების სექციას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკებისთვის საჭირო წიგნების კატალოგი; საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოებისთვის მიეწოდებინა წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვა საჭირო ნივთები.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს, რომელიც ითხოვდა „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ მისთვის სახლში წასაღებად ეთხოვებინათ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიამ გადაიხადა საწევრო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, სასკოლო სექციას უნდა შეესწავლა სხვადასხვა კუთხეების მდგომარეობა; დაეთვალიერებინა და სათანადოდ მოეწყო საზოგადოების სკოლები,შესაძლებლობის მიხედვით გაეხსნა ახალი სასწავლებლები; შეედგინა პროგრამები და გამგეობისთვის წარედგინა დასამტკიცებლად; აერჩია მასწავლებლები და ჩაეტარებინა პედაგოგიური კურსები; თვალყური ედევნებინა პედაგოგიური ლიტერატურისთვის და შესაფერისი სახელმძღვანელო აერჩია გამოსაცემად ან თვითონ შეედგინა და საგამომცემლო განყოფილებისთვის მიეწოდებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; გამგეობას თბილისის სახალხო სკოლების დირექტორმა შეატყობინა, რომ ის საჭიროდ არ თვლიდა სოფელ შრომაში გაეხსნათ საზოგადოების სკოლა, რადგან ამ სოფლის ყრილობის დადგენილების თანახმად იქ უნდა გახსნილიყო სამინისტრო სასწავლებელი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღოთ საზოგადოების მუდმივ წევრად და რადგანაც არ ჰქონდა ნაღდი ფული, წევრობის საფასურად გამგეობას 6 თუმნის წიგნები შესთავაზა. გამგეობას ი. მერკვილაძის თხოვნა არ განუხილავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის საერთო კრების ოქმები, რომლებიც გამგეობას არ განუხილავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 5 აპრილამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 600 მან., ბეგლარ ფიღინოვს — 2.73 მან., მიხეილ ნემსაძეს — 0.91 მან., დიმიტრი არაყიშვილს — 18.80 მან., თებერვლის სტიპენდია ანნა ხახუტაშვილს — 25 მან., ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ ჯარიაშვილს — 25 მან., ზალდასტანიშვილს — 4.80 მან., ასევე თებერვლის ხელფასი გაუგზავნეს საგურამოსა და გერგეთის სკოლის მასწავლებლებს, ფულადი დახმარება აღმოუჩინეს ვერის, ავჭალისა და ნაძალადევის ბიბლიოთეკებს და გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი, რამაც ჯამში შეადგინა 1259.82 მანეთი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ნოტარიუსისა და ცისკარაშვილის ქვრივის მიწის გასასტუმრებლად გაწეული ხარჯი სამუზეუმო თანხიდან დაეფარათ. თაყაიშვილის თქმით, ამ ხარჯს მიწის დამტკიცების შემდეგ ი. ზ. სვანიშვილი ე. წ. ფიქრის გორის ნასყიდობის ანგარიშში ჩათვლიდა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი მიწის მესაკუთრე, ცისკარაშვილის ქვრივი, სამუზეუმო კომისიას 2 000 მანეთს, საკუთარ წილს სთხოვდა. კომისიას მისთვის ბეს სახით 550 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და სვიმონ კლდიაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს მისწერა, რომ გაეგზავნა ანგარიში, რამდენი დაჯდებოდა ცისკარაშვილის ქვრივის მიწის ხარჯი.
ტიპი: ღონისძიება
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუშაო დღეებში წიგნსაცავი ღია იყო დილის ცხრა საათიდან შუადღის სამ საათამდე, ხოლო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 მარტს შედგენილი ანდერძით იაკობ გოგებაშვილმა სათითაოდ წლიური 120 მანეთი დაუნიშნა ეკატერინე გაბაშვილის პროფესიულ ქალთა სკოლას, საზოგადოება „განათლების“ სკოლასა და ქართულ საბავშვო ბაღს.
ტიპი: ღონისძიება
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუზეუმო ნივთების შესასწავლად ცალკე სექციის ნებართვა იყო საჭირო. სამუზეუმო ნივთების გარეთ გატანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგეობის ნებართვით იყო შესაძლებელი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების გამგეობის კომიტეტის წინადადება გიმნაზიაში მეთვალყურის დანიშვნის შესახებ. დადგინდა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოსთან შეთანხმებით, დაენიშნათ მეთვალყურე, რომელსაც თვეში ხელფასის სახით ოთხიდან ექვს თუმნამდე დაენიშნებოდა. ხარჯი სამივე (საისტორიო, საეთნოგრაფიო და საეკლესიო) მუზეუმს უნდა გაენაწილებინა. ხელს აწერენ დავით კარიჭაშვილი, იროდიონ სონღულაშვილი და ექვთმე თაყაიშვილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე განიხილეს სია იმ წიგნების, ხელნაწერებისა და მინიატურებისა, რომლებიც ლაიფციგში გამოფენისთვის უნდა გაეგზავნათ. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, მდივანი იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, გამგეობის წევრები ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კორნელი სამსონის ძე კეკელიძე და ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ სტიპენდია გაუგზავნა შემდეგ პირებს: თამარ ხარაბაძეს – 10 მან., ანნა კაპანაძეს – 15 მან., გიორგი ჩიტაიას – 25 მან., დავით მჭედლიშვილს – 25 მან., სილოვან ყიფიანს – 25 მან., დავით ჩხეიძეს – 25 მან., თამარ ძნელაძეს – 25 მან., შალვა ტატიშვილს – 25 მან., სიმონ ფიცხელაურს – 25 მან., დავით ელიოზიშვილს – 25 მან., ვარლამ იმნაძეს – 25 მან., ვლადიმერ ორჯონიკიძეს – 25 მან., შოთა დადიანს – 25 მან., იოსებ გოგოლაშვილს – 25 მან., ტარასი ნიჟარაძეს – 25 მან., აკაკი ფაღავას – 25 მან., გიორგი ებრალიძეს – 10 მან. და ციმაკურიძეს – 25 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ სტიპენდია გაუგზავნა შემდეგ პირებს: თამარ ხარაბაძეს – 10 მან., გიორგი ჩიტაიას – 25 მან., დავით მჭედლიშვილს – 25 მან., სილოვან ყიფიანს – 25 მან., დავით ჩხეიძეს – 25 მან., თამარ ძნელაძეს – 25 მან., შალვა ტატიშვილს – 25 მან., სიმონ ფიცხელაურს – 25 მან., დავით ელიოზიშვილს – 25 მან., ვარლამ იმნაძეს – 25 მან., ვლადიმერ ორჯონიკიძეს – 25 მან., შოთა დადიანს – 25 მან., იოსებ გოგოლაშვილს – 25 მან., ტარასი ნიჟარაძეს – 25 მან., აკაკი ფაღავას – 25 მან., გიორგი ებრალიძეს – 10 მან. და ციმაკურიძეს – 25 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნებისა და დავთრების ყდის გასაკეთებლად აბრამ აკოფოვსა და ოქრომჭედლიშვილს როინაშვილის გვირგვინისთვის ლენტის გასაკეთებლად გადასცა – 21.20 მანეთი, ანასტასია წერეთლისას წიგნების ანგარიშში – 5.92 მან., ანასტასია ხოშტარიას – 23.80 მან., ზაქარია გრიქუროვს – 84.80 მან. სულ გამგეობამ დახარჯა 143.72 მანეთი.