რეგისტრირებული ფაქტები80200
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება 257 წევრისაგან შედგებოდა. წლის მანძილზე საზოგადოების განყოფილებამ ჩაატარა 8 სხდომა და განიხილა 30 საქმე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ გამართა ქართული საღამო, საიდანაც 2327 მანეთის შემოსავალი მიიღო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე ევგენი მიხეილის ძე კრინიცკი გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 16 ივნისს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 სექტემბერს ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ხაზინადარი გახდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაზე საზოგადოების წარმომადგენლებად გაეგზავნათ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივლისს გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ ახალი სენაკის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდიის დასანიშნად მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს კონსტანტინე გვარამაძის განცხადება საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაარსების შესახებ და გადაწყვიტეს, ეს საკითხი თამარ ვაჩნაძისთვის მიენდოთ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 9 ივნისს ნიკოლოზ ბახტაძე, სერგი სილოვანის ძე ბახტაძე, ალექსი ანდრიას ძე ბახტაძე, ბიბინ ზადე ჰუსეინ ბეგი და პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 9 ივნისს ილარიონ ბეკოს ძე გვაძაბია, გრიგოლ გრიგოლის ძე გოგუაძე, ლონგინოზ ანდრიას ძე გვარჯალაძე, მიხეილ ანდრიას ძე გეგეშიძე და კალისტრატე მოსეს ძე გოგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 9 ივნისს სამსონ ბახვას ძე კაჭარავა, გიგო ოტიას ძე კოხრეიძე, გიორგი ფილიპეს ძე კაჭახიძე, ნიკოლოზ კოკაია და დარისპან კვაჭანტირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ალისუბნის სკოლის ბიბლიოთეკაში ქართულენოვანი წიგნების გაგზავნის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნაძალადევის სამკითხველოს კეთილმოწყობისთვის 60 მანეთი გაიღეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 9 ივნისს ნესტორ ამბაკოს ძე პატარაია, სამსონ დიმიტრის ძე რუხაძე, ამბაკო ლევანის ძე რუხაძე, პლატონ რუხაძე, ბესარიონ ჟღენტი და სალომე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 9 ივნისს ნესტორ ბეჟუკის ძე რუსეიშვილი, მათე გაბრიელის ძე რუსიძე, ილარიონ თომას ძე სიხარულიძე, ფეფო იოსების ასული საბაევისა და ბიკტორ სულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 9 ივნისს მიხეილ ამბაკოს ძე ჩხატარაშვილი, ირაკლი მაქსიმეს ძე ჩაკვეტაძე, იასონ სპირიდონის ძე ჩოგოლაძე, ლიდა სამსონის ასული ჩხიკვაძე და გრიგოლ მაქსიმეს ძე ჩიჩუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები გახდნენ.