რეგისტრირებული ფაქტები93322
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს გურიაში დაბრუნებულ თევდორე კიკვაძეს არ სურდა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ამიტომ კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი სინოდმა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძე ხარკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, უკვე გარკვეულად მარქსისიტი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1898 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1898 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წელს გამოიცა სიმონ ესაძის წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი”; გარდა ამისა, მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ”, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება”, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩეჩნეთსა და დაღესტანში”, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული”.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს, სასწავლების დამთავრების შემდეგ გიორგი ამირეჯიბი ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის არტილერიაში ჩაირიცხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პლიუშჩევსკის დაუტოვებია წერილი, რომელშიც აღწერს, რომ 15 დეკემბრიდან ემზადებოდა კონსტანტინე მუხრანბატონზე თავდასასხმელად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოძიება იმ საქმისა, რომლითაც განსვენებული პლიუშჩევსკი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონს 98750 მანეთს ედავებოდა, კვლავაც გრძელდებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მთავრობის განკარგულებით ახალციხის მაზრის პოლიციის ბოქაული, ელიზბარ გუგუშვილი თბილისში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მელიქიძე იყო ყარსის თემის გუბერნატორის თარჯიმანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტამტინე იოსების ძე მიქაბერიძე ფოთის რეზერვის პოლკის ექიმი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გოგილაძე იყო თბილისის სამოსამართლო პალატის მიწისმზომელი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად გრიგორი გოლოცინისგან 1000 მანეთი მიიღო.

