რეგისტრირებული ფაქტები80200
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლები: ბათუმიდან – ივლიანე გოგოლაშვილი, ბაქოდან – მ. ა. ნასიძე, ბორჯომიდან – გიორგი ვაშაკიძე, თელავიდან – ვასილ კახიძე, კავკავიდან – ვ. ბურჯანაძე, სენაკიდან – პოლიკარპე ლორთქიფანიძე, სოხუმიდან – ნიკოლოზ ჯანაშია, ფოთიდან – იასონ ალექსიშვილი, ქუთაისიდან – იასონ ბაქრაძე და სამსონ ყიფიანი, ყვარლიდან – ვარლამ გარდავაძე, ჭიათურიდან – კიტა აბაშიძე და ხონიდან – მათე ბახტაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაიანგარიშა ნოემბრის თვის ხარჯი, რამაც სულ შეადგინა 254.96 მანეთი. აქედან 2 მანეთი გაიღეს როინაშვილის ქონების დასამტკიცებლად მარკისა და კანცელარიისთვის, ასევე გადაიხადეს ილარიონ ჭეიშვილთან გასაგზავნი წიგნების 99 კაპ. და ვასილ ბეჟანეიშვილთან – 1 მან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების თანახმად იმისათვის, რომ საგანგებო თანხებისთვის ერთი დანიშნულება მიეცათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა: 1) ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა გაერთიანებულიყო მუზეუმის ასაშენებლად, 2) გაერთიანებული ფონდებიდან ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის გადაედოთ თანხა და ასევე სტუდენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადაეცათ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 300 მან, გრიქუროვის ქვრივს – 80 მან., დიტიატკოვსკის – 173.97 მან., დავით ლაზარევს – 8.73 მან., სამსონ ყიფიანს – 133 მან., ალალო თუთაევს – 3 მან., ანნა ხახუტაშვილს იანვრის სტიპენდია – 25 მან., არჩილ ჯორჯაძეს იანვრის დახმარება – 50 მან., ოლღა ჭავჭავაძეს თებერვლის ბინის ქირა – 25 მან., აპოლონ ზალდასტანიშვილს – 2.90 მან., თებერვლის სტიპენდია გერონტი ქიქოძეს – 25 მან., ეკატერინე ნაკაშიძეს – 25 მან., თებერვლის და მარტის სტიპენდია ნინო ლასხიშვილს – 50 მან., ასევე ბიბლიოთეკებს გაუგზავნეს იანვრის დახმარება და საზოგადოებისთვის შეიძინეს საჭირო ნივთები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 300 მან., გრიქუროვის ქვრივს – 80 მან., დიტიატკოვსკის – 173.97 მან., დავით ლაზარევს – 8.73 მან., ანა ხახუტაშვილს იანვრის სტიპენდია – 25 მან., არჩილ ჯორჯაძეს იანვრის დახმარება – 50 მან., ოლღა ჭავჭვაძეს თებერვლის ბინის ქირა – 25 მან., აპოლონ ზალდასტანიშვილს – 2.90 მან., ასევე ბიბლიოთეკებს გაუგზავნეს იანვრის დახმარება და საზოგადოებისთვის შეიძინეს საჭირო ნივთები. სულ საერთო ხარჯმა შეადგინა 1772.75 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 11 იანვრიდან 24 იანვრამდე, სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, პეტრე და ლევან ზუბალაშვილების მიერ გამოგზავნილი 1000 მანეთი გადაენაწილებინათ სტუდენტებისათვის სტიპენდიების სახით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგს დაავალა სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის მისი შეხედულებისამებრ გამოეწერა ჟურნალ-გაზეთების პერიოდული გამოცემები.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1912 წლის 17 იანვრის სხდომიდან ვიგებთ, რომ ბიძინა წულაძე იყო აპოლონ წულაძის ვაჟი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლის მოსწავლე ლაბაძე საზოგადოების სტიპენდიატი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა „ფუტკარი და მეფუტკრეობის“ ავტორმა აპოლონ წულაძემ, რომ მის ვაჟს ბიძინას, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლაში დაუნიშნონ სტიპენდია. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს წინარეხის სკოლის პედაგოგის თხოვნა, რომ გამგეობა დაინტერესებულიყო სკოლის მდგომარეობით. გამგეობამ გადაწყვიტა, საკითხის მოსაწესრიგებლად შეთანხმებოდნენ მთავრობის წარმომადგენელს. სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 29 ივნისს წინარეხის მასწავლებელმა გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ როგორმე მოეგვარებინათ საქმე მთიულებთან, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ფულის გადახდისა. საკითხის გარკვევა გამგეობამ არჩილ ჯაჯანაშვილს მიანდო, რომელმაც 1911 წლის 4 აგვისტოს გააკეთა მოხსენება, რომლის საფუძველზეც გამგეობამ გადაწყვიტა, რომ წინარეხის სკოლის საქმის გამორკვევა და მოსაზრების წარმოდგენა დაევალებინა ალექსანდრე მდივნისათვის, ლუარსაბ ბოცვაძისა და არჩილ ჯაჯანაშვილისათვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი) წარმოადგინეს ცნობა, რომ გურიის ბიბლიოთეკების დასახმარებლად 1912 წლის 1-ელი იანვრისთვის დარჩენილი იყო 131.42 მანეთი, აქედან გამგეობამ ქვიანის ბიბლიოთეკას გაუგზავნა 19 მანეთი, დარჩენილი თანხა შეადგენდა 112.42 მანეთს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იპოლიტე ვართაგავამ გააკეთა მოხსენება დავით ეპისკოპოსის მიერ შემოწირული თანხის შესახებ. მოხსენების საფუძველზე გამგეობამ ბათუმის განყოფილებას შეატყობინა, რომ დავით ეპისკოპოსის შემოწირული თანხა, 952 მანეთი, ბათუმში მაჰმადიანთათვის ქართული სკოლის დაარსებას მოხმარდებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ბათუმის განყოფილებას ორჯერ უთხოვია გამგეობისთვის გადაეცათ ის 952 მანეთი, რომელიც საზოგადოებას დავით ეპისკოპოსმა შესწირა ბათუმში მაჰმადიანთათვის სკოლის დასაარსებლად. საკითხი გამგეობამ 1911 წლის 6 დეკემბერს განიხილა და იპოლიტე ვართაგავას დაავალა, რომ ეპისკოპისი დავითისთვის ეცნობებინა მათი დადებითი პასუხი სკოლის გახსნის თაობაზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის განყოფილების მოხსენება ალაგირის სკოლის შესახებ. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ შემწეობის სახით ალაგირის სკოლას 5 თუმანი გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 8 ნოემბერს გამგეობამ განიხილა ალაგირის ქართული სკოლისათვის შენობის ამგები კომისიის თხოვნა ფულით დახმარების შესახებ, რის თაობაზეც ცნობების შეგროვება კავკავის განყოფილებას დაევალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მასწავლებელ ქალთა საზოგადოებამ, რომ გაუგზავნონ წიგნები უფასო სკოლისთვის, რომელიც ავლაბარში დაარსეს. გამგეობამ სკოლას 5 მანეთის ღირებულების ქართული სახელმძღვანელოები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ ანაგის ბიბლიოთეკის გამგე, მღვდელმა იოანე ახმეტელაშვილმა, რომ დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ ანაგის ბიბლიოთეკას ერთი თუმნის წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ რცხილაძემ, რომ გამგეობას არ უნდა განეხილა სტუდენტების: კორინთელისა და მღებრიშვილის თხოვნა სწავლის საფსაურის გადახდის თაობაზე, რადგან უდროოდ და შემთხვევით განცხადებული თხოვნა არღვევდა სხვა გაჭირვებულ პირთა ინტერესებს, რომელთაც შესაძლოა უპირატესობა ჰქონოდათ სხვებთან შედარებით. განცხადებას დაეთანხმნენ სერგი გორგაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.