საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87163

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ნოემბერს დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო ყრილობაზე სარევიზიო კომისიის წევრებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში 30 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 178 საქმე განიხილეს. ფაქტი გიორგი ყაზბეგმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლად არჩეულმა გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 48 საქმე განიხილა. ფაქტი დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევი სახლის გაყიდვის საკითხი განიხილეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 ნოემბერს დღის 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობას (ახალი კლუბის დარბაზში) საზოგადოების რწმუნებულთა კრება ჰქონდა, სადაც უნდა განეხილათ: 1916-1917 წლების ანგარიში; სარევიზიო კომისიის მოხსენება; მთავარი გამგეობის მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ; 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა; მთავარი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევის საკითხი; სასკოლო, ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მოწყობის, წიგნების გამომცემელ და სამუზეუმო სექციათა წევრების არჩევნების საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 2 ივნისის იაკობ გოგებაშვილის მოხსენების მიხედვით, მან მოსე ნათაძისგან წერილი მიიღო. პედაგოგი იუწყებოდა, რომ ბათუმში ვერ დარჩებოდა და რომელიმე სააზნაურო სკოლაში გადაეყვანათ. გოგებაშვილის აზრით, მმართველობას ნათაძის თხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 29 აგვისტოს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ პირველი სექტემბრიდან თბილისის ერთ-ერთ სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაეყვანათ. ბათუმის კლიმატი ცუდად მოქმედებდა მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობაზე და ისინი მუდამ ავადმყოფობდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ილარიონ როსტომის ძე შეყრილაძემ, ალექსანდრე იოსების ძე შურღაიამ, კონსტანტინე ალექსის ძე შენგელიამ, ალექსანდრე მიხეილის ძე ჩხეტიამ, იუსტინე ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ილიკო ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ია ჩაჩიბაიამ, კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაიამ, დომენტი ფილიპეს ძე ცაავამ და სიმონ სოლომონის ძე ცისიშვილმა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ვალერიან ვასილის ძე ძუბენკომ, კალისტრატე წულეისკირმა, მირონ ისიდორეს ძე წულეისკირმა, რომანოზ ჭაავამ, ანტონ ხორავამ, ილია ხუხუამ, ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიამ, ამბროსი ჭილაძემ, მელიტონ მიხეილის ძე ჭეიშვილმა, ლევან ჯაკობიამ და ვლადიმერ ანტონის ძე ჯიჯალავამ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: ბარბალე ავალიანი, დავით იესეს ძე ანჯაფარიძე, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე, ვლადიმერ თომას ძე არჩაია, ალექსანდრე ადამია, ბაბილინა ბესარიონის ასული ახალაია, არონ ელოს ძე აჯიაშვილი, დავით იაკობის ძე აჯიაშვილი და ნიკოლოზ პავლეს ძე ალავიძე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: სამსონ ივანეს ძე ახობაძე, ფილიპე ბესარიონის ძე ახალაია, აკაკი ბესარიონის ძე ბოკუჩავა, ივანე იოსების ძე ბოკუჩავა, პეტრე ბერულავა, ესტატე ეგნატეს ძე ბუსკაძე, რაჟდენ გიორგის ძე ბუსკაძე, ნესტორ გიორგის ძე ბერიძე, ვლადიმერ ბიბილეიშვილი და მინა ბოჭორიშვილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: დიმიტრი სიკოს ძე ბახტაძე, სოლომონ სიმონის ძე ბოლქვაძე, აკაკი ალექსის ძე გაგუა, ელენე სიმონის ასული გეგენავა, დიონისე მაქსიმეს ძე გოგინავა, ფაქიზო სიმონის ასული გაბუნია, კლიმენტი ნესტორის ძე გეგეჭკორი, იასონ გარუჩავა, თომა გუგუშვილი და მიხეილ გაბესქირია.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: ვასილ საბას ძე გაბესქირია, სეით იოსების ძე გოგოშიძე, იოსებ ნიკოლოზის ძე გვათუა, ალექსანდრე სიმონის ძე გამსახურდია, რომანოზ პეტრეს ძე დანელია, თეოფილე გიგოს ძე დოლიძე, აკაკი ხარბედია, ივლიტა თოფურიძე, ოლღა თოფურიძე, ევგენია თოფურიძე და ვლადიმერ ანდრიას ძე თუთბერიძე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: ბარნაბა დიმიტრის ძე თოხაძე, ეკატერინე ნიკოს ასული თულაძე, თეოდორა ნიკოს ასული თულაძე, ძოძია გვადის ძე თოფურიძე, ოლღა კალანდარიშვილი, ვლადიმერ იესეს ძე კვანტალიანი, იოანე სიმონის ძე კალანდარიშვილი, პართენ კარტოზია, მიხეილ კვარაცხელია და ბართლომე კვარაცხელია.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: სერგო ნიკოლოზის ძე კვანტალიანი, ანა გახუს ასული კეკელია, მიხეილ ანტონის ძე კეკელია, ოლღა გიორგის ასული კეკელია, აგრაფინა ივლიანეს ასული კერზაია, პარასკევა იაგორის ასული კიზირია, ივლიანე პავლეს ძე კიზირია, კონსტანტინე იოსების ძე კუცია, ბაგრატ კინწურეიშვილი და ლევან კიკალიშვილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: თადა მალანია, ოლღა კოსტას ასული მალანია, პართენ ბაკურის ძე მალანია, ალექსი აბრამის ძე მაჩაბლიშვილი, ნესტორ მისაბიშვილი, ვერა მონიავა, გუჯა მურღულია, ალექსანდრე ბესარიონის ძე მხეიძე, ამბროსი ოდიშარია, ქიონია ისიდორეს ასული ოდიშარია და ლევან ვახთას ძე ოდიშარია.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: მინა ოდიშარია, ქსენია ისიდორეს ასული ჟორდანია, სამსონ ბაკურის ძე ჟვანია, ევგენი როგავა, თეოფილე როგავა, სონია საბახთარიშვილი, დომენტი გიორგის ძე საბახთარიშვილი, კონსტანტინე ნიკოს ძე სამინავა, ანტონ სანაია და ალექსანდრე ბახვას ძე სალაყაია.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის აჯანყებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, 1921 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მას არ უმუშავია.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი მენშევიკების დროს არჩეული იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მიერ კრების წევრად დიდ ჯიხაიშში.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის მიხედვით, ის მუშაობდა გადამწერად.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 თებერვალს დააკავეს დავით გიორგის ძე ჯორჯაძე. მას ბრალად ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის აჯანყებაში დახმარება.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ჯორჯაძე დაიბადა 1885 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეში.

1952

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1952 წლამდე ალექსანდრე ფაჩულია ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში ცხოვრობდა.