საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ას. გელოვანმა გაიღო მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ან. ოცხელმა გაიღო 2 მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ილია ჩუბინაშვილმა გაიღო 5 მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ესტატე ამაშუკელმა გაიღო 3 მანეთი.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის ცნობით, ლეჩხუმის მაზრაში მომრიგებელი შუამავალი იყო დიმიტრი ბაქრაძე.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ჯაყელი რაჭის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ნ. ცაგარელმა გაიღო 3 მანეთი.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ალექსანდრე ლაღიაშვილმა და კონსტანტინე გრიქუროვმა მანეთ-მანეთი გაიღეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომრის ცნობით, ქუთაისის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო ქაიხოსრო ლორთქიფანიძე.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ რუსეთის ფლიგელ-ადიუტანტი იყო ბელოსელსკი-ბელოზერსკი.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ამ პერიოდში რუსეთის ამალის გენერალ-მაიორი იყო გრაფი გოლენიშჩევ-კუტუზოვი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ იაკობ სვიმონიძის სახელით გამოქვეყნებულ წერილში იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ქოლერის ეპიდემიამ, რომელიც მთელ საქართველოში მძვინვარებდა, მანგლისში და ზოგადად საბარათიანოში კოჯრიდან ახალციხემდე ფეხი ვერ მოიკიდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ იაკობ სვიმონიძის სახელით გამოქვეყნებულ წერილში იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ქოლერის ეპიდემიის დროს თბილისისა და ქართლის გამოღმა მხარის მოსახლეობას შეეძლო მანგლისში გახიზნულიყო, რადგან მანგლისში არასოდეს გავრცელებულა ქოლერა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ბაგრატიონს, შორაპნის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს, სამოქალაქო მრჩევლის წოდება მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მილიციის პრაპორშჩიკი ალექსანდრე ბაგრატიონი შორაპნის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ იაკობ სვიმონიძის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხანდაზმულთა გადმოცემით, 1830 წელს თბილისში ქოლერის ეპიდემია იყო და მოსახლეობის ნაწილი მანგლისსა და მის მიდამოებში გაიხიზნა.

1892

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ქოლერის ეპიდემიის შესახებ დაბეჭდილ სტატიაში იაკობ სვიმონიძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის გახანგრძლივებას ხელს უმეცრება და გონებრივი სიბნელე უწყობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უნდა შექმნას და ხალხში გაავრცელოს ქართულენოვანი ბროშურები ჰიგიენისა და სხვადასხვა სნეულების მკურნალობის შესახებ.

1892

ტიპი: მფლობელობა

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტერბურგში გარდაცვლილი პროფ. ი. ი. ჩუბინაშვილის ოთხ დიდ ყუთში მოთავსებული ბიბლიოთეკა გადაეცა.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაცვლილი ოლიმპიადა დიმიტრის ასული დეკანოზიშვილი, რომლის პანაშვიდიც უნდა გადაეხადათ ავჭალის წმინდა დარიას მონასტერში იმავე დღეს უნდა დაეკრძალათ სოფელ რუისში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის გიმნაზიის, პროგიმნაზიის, რეალური და სხვა სასწავლებლების პირველ და მოსამზადებელ კლასებში სწავლის ყოველთვიური გადასახადი სამი მანეთი იყო, მეორე, მესამე და ზედა კლასებში – მეტი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში შვილის მიბარების მსურველებს 20 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით ჯორჯიკიასთვის უნდა მიემართათ თბილისის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სწავლისა და პანსიონით სარგებლობის წლიური გადასახადი 180 მანეთი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892-1893 სასწავლო წელს პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებული საკომერციო კურსების შესწავლის მსურველებს უსასყიდლოდ შეეძლოთ კურსების პროგრამებისა და წესების მიღება ალექსანდრე ფრიდონოვის სახლში, სადაც მიმდინარეობდა სწავლება, ასევე ძმები წოვიანოვების საბანკირო კანტორაში, სიონის ქუჩაზე.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, სენაკის მაზრის მომრიგებელ შუამავალს, კოლეგიის მრჩეველ ალექსანდრე მიქელაძეს სამოქალაქო მრჩევლის ჩინი მიენიჭა.