რეგისტრირებული ფაქტები88772
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე კალატოზოვს ბაკურციხეში 2 დესეტინა და 1348 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილისას და ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილს კურდღელაურში 7 დესეტინა და 390 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით და იოსებ ივანეს ძე ციციშვილებს ქვემო ნიჩბისში 1145 დესეტინა და 800 კვადრატული საჟენი ტყე, ვენახი და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსი ნაზარის ძე ჩითახოვს სოღანლუღში 6 დესეტინა და 1620 კვადრატული საჟენი ვენახი და ბოსტანი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ია დომინიკეს ასულ ანდრონიკაშვილსა და მის ძმას, ზაზას, ზიარში 18 დესეტინა და 1100 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვლადიმერ ივანეს ძე ჯანდიერს ვაჩნაძიანში 3 დესეტინა და 1000 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წელს იაკობ გოგებაშვილის წიგნში „ბუნების კარი“ (მე-9 გამოცემა) დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; „სამეურნეო სკოლის გახსნისას სოფელ წინამძღვრიანთკარში წარმოთქმული სიტყვა“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“; ნაწყვეტები მოთხრობებიდან: „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!”
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას თავისი წიგნი „ქართველთა ტომი“ მიუძღვნა წარწერით.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წელს ილია ჭავჭავაძემ მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად საგურამოს ახალი სახლის აივანზე ფოტო გადაიღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „სამშობლოსათვის თავდადება“.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის შემოდგომაზე თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, საყასბოს მესამე ბეითლად ახალ კურსდამთავრებული სტუდენტი ვართანოვი დაენიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქველმოქმედი გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძე ყვირილაში თლილი ქვის ტაძარს აშენებდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ინჟინრებს იარალოვსა და ალიხანოვს თბილისში თუჯის ჩამომსხმელი ქარხანა ჰქონდათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს იაკობ ლევანის ძე მაჭავარიანი სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წელს თიანეთის მაზრაში საქონლის ჭირის გავრცელების ბრალდებით საქონლით მოვაჭრეების, აღალო და ზაქარია მკალავიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ყვირილაში გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძე მეურვეობას უწევდა ღარიბ მოსწავლეს, ილ. მანჯავიძეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის გაზაფხულზე ძმებმა პოლოვცოვებმა რედაქტორ მეშჩერსკის გამოქვეყნებული წერილის გამო რედაქციაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძმები დააპატიმრეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვეტერინარ მრევლიშვილის გამოძიებით გაირკვა, რომ თიანეთის მაზრაში საქონლის ჭირი პირუტყვით მოვაჭრეების აღალო და ზაქარია მკალავიშვილების მიერ გასაყიდად ჩაყვანილი საქონლისგან გავრცელდა წინა წელს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ თომას ძე კაიაბეგოვს ახალციხეში კეთილმოწყობილი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 3 დუქანი და 51 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვარდო ავეტიქის ასულ ენფიანჯიანცს აბანოების ქუჩაზე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

