საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88746

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-1897 წლებში ქალაქ ნიკოლაევში ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იაკობ ფანცხავა ცხადად ამჩნევდა სახბანკის განყოფილების გამგისა და მისი მეუღლის გულწრფელ სიყვარულსა და პატივისცემას თავის მიმართ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-1897 წლებში ქალაქ ნიკოლაევში ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იაკობ ფანცხავას სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგის ოჯახში დიდი სიყვარულით იღებდნენ.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე გერმანიაში წავიდა სასწავლებლად.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული ვალოდია ლორთქიფანიძე თბილისის სათავადაზანაურო გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჩიბათის მცხოვრები სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1896 წელს დაიბადა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ჩოხატაურის რაიონის სოფ. ნაბეღლავის მცხოვრები დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1896 წელს დაიბადა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს იოსებ მუსხელიშვილი ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკიამ ჩაატარა სამურზაყანო-გურია-აჭარის ეთნოგრაფიულ-საისტორიო აღწერა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა გოლოვინის გამზირზე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო კიკვაძის ინიციატივით ქალაქ ფოთში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს თევდორე კიკვაძემ ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ქალაქ ფოთში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსებას ეძღვნებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ფოთის საქალაქო საბჭომ ქალაქისთავის, ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განიხილა და მიიღო ფოთის მოქალაქეთა მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ფოთის ქალაქისთავმა ნიკო ნიკოლაძემ საქალაქო საბჭოს წარუდგინა ფოთის მოქალაქეთა მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ფოთში სამკითხველო-ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო კიკვაძემ ფოთის ქალაქისთავ ნიკო ნიკოლაძეს წარუდგინა 20-30 მოქალაქის ხელმოწერილი შუამდგომლობა ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო კიკვაძემ ფოთის ქალაქისთავს ნიკო ნიკოლაძეს ქალაქში სამკითხველო-ბიბლიოთეკის დაარსების წინადადებით მიმართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს, ფოთში მუშაობის პერიოდში, თედო კიკვაძემ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქალაქს სამკითხველო-ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თევდორე კიკვაძე იყო ღოღობერიძის შავი ქვის საწარმოს საექსპორტო განყოფილების გამგე ქალაქ ფოთში.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 30 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 30 დეკემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 21 დეკემბერი“ სახელმწიფო სამსახურის მოძველებული წესების შეცვლის შესახებ.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 21 დეკემბერს სოფ. მაღლაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სვიმონ იაკობის ძე ათაბეგი გარდაიცვალა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 12 დეკემბერი“ ოსმალეთში სომეხთა დევნის შესახებ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 17 დეკემბერს გამართულ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე არჩილ ელიზბარის ძე მაჭავარიანი აირჩიეს დელეგაციაში, რომელსაც მონაწილეობა უნდა მეეღო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთელი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ალექსანდრე თენგიზის ძე დადეშქელიანი.