საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80195

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის კომერციული სასწავლებლის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა რუსულ ენას ასწავლიდა თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში, ჰქონდა 17 საათი და იღებდა გასამრჯელოს 1870 მანეთის ოდენობით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო საზოგადოებას ჰქონოდა ცოტა, მაგრამ კარგი სკოლები, ვიდრე ბევრი და ცუდად მოწყობილი. ასევე სტიპენდიების უმრავლესობა არ ამართლებდა და ამიტომ, სასარგებლო იქნებოდა სტიპენდიებისთვის განკუთვნილი თანხა სკოლების კეთილმოწყობისთვის გამოეყენებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სკოლები უნდა დაეარსებინათ იქ, სადაც საჭირო იყო მათი არსებობა. მისი აზრით, სოფლის ერთ-ერთ სკოლაში უნდა შეეტანათ რაიმე პრაქტიკული კურსი, სადაც საზოგადოების სხვა სკოლების კურსდამთავრებულები გააგრძელებდნენ სწავლას და სასწავლებლად არ წავიდოდნენ მთავრობის სკოლებში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ იყო აღძრული საკითხი საწევრო გადასახადის შემცირების შესახებ და მაშინ 6 მანეთიდან 3 მანეთამდე დაიწია გადასახადმა, რის შემდეგაც შემოსავალი შემცირდა და, რადგან დადებითად არ აისახებოდა შემოსავალზე საწევრო გადასახადის შემცირება, იგი პრინციპულად წინააღმდეგი იყო მისი შემცირებისა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთს საზოგადოება ისეთი დაწესებულება ეგონა, რომლის საშუალებითაც ხალხს თავისი მოქალაქეობრივი უფლებები უნდა გამოეყენებინა და თუ ამ თვალსაზრისით მიუდგებოდნენ საწევრო გადასახადის შემცირებას, მაშინ იგი საერთოდ არ უნდა არსებულიყო, მაგრამ ჯაჯანაშვილის აზრით, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოება კულტურული დაწესებულება იყო და არა პარლამენტი, სადაც უფლებებზე საუბარი შესაძლებელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სულავამ განაცხადა, რომ საწევრო გადასახადი უნდა შემცირებულიყო. მუშისთვის 25 კაპიკის გადახდაც რთული იყო, რადგან მას საზოგადოების გარდა სხვა დაწესებულებაშიც უხდებოდა მონაწილეობის მიღება და ფინანსური წვლილის შეტანა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სულავამ განაცხადა, რომ უმუშევრობის დრო იდგა და სახალხო უნივერსიტეტში წვლილის სახით ერთი მანეთის შეტანაც კი ძნელი იყო. იგი კვლავ ითხოვდა საწევროს გადასახადის შემცირებას, რადგან თვლიდა, რომ დროთა განმავლობაში მაინც საჭირო გახდებოდა მისი შემცირება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1887 წლიდან 1899-მდე 12 წლის განმავლობაში საზოგადოების შემოსავალი 6095 მანეთი იყო. აქედან, ერთდროული – 700 მანეთი. თითო წევრს 4 მანეთისა და 04 კაპიკის, ცოტა ნაკლების, საწევრო გადასახადის გადახდა უწევდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1887 წელს საერთო წევრთა რიცხვი 440 იყო. 12 წლის შემდეგ ეს რიცხვი მხოლოდ 73-ით გაიზარდა – 513 გახდა. ასეთი სურათი შენარჩუნდა 1899 წლის წლიურ კრებამდე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899 წელს საზოგადოებაში გაწევრიანდნენ მუშები, რასაც წევრების მრავალრიცხოვანი მიღება მოჰყვა. სხვა დროს თუ 12 წლის განმავლობაში საზოგადოებას 100 წევრი შეემატა, 1899 წელს მუშების გაწევრიანებამ ისეთი გავლენა იქონია, რომ 1899 წლიდან 1907-მდე 972 წევრი დაემატა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899 წლამდე 12 წლის განმავლობაში, სანამ საზოგადოებაში მუშები ჩაეწერებოდნენ წევრებად საწევრო გადასახადის შემოსავალი იყო 6095 მანეთი, ხოლო მუშების გაწევრიანების შემდეგ – 1899-1907 წლებში 8 წლის განმავლობაში 15768 მანეთამდე გაიზარდა იგი. აქედან, თითო წევრი საშუალოდ თითო მანეთსა და 83 კაპიკს იხდიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899-1907 წლებში საწევრო გადასახადი 6 მანეთი იყო და ამ პერიოდში საწევრო გადასახადის შემოსავალმაც მოიმატა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, 1907 წელს მუშათა მონაწილეობით რომ არ დამარცხებულიყო გაბატონებული წრე საზოგადოებაში შემოიღეს წესი – ვინც ყოველწლიურად საწევრო გადასახადს – 3 მანეთს არ გადაიხდიდა, მას კენჭისყრის უფლებას ჩამოართმევდნენ. ამ დადგენილებით შემოსავლის ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907 წელს საზოგადოებაში 1568 წევრი ირიცხებოდა, აქედან საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოაკლდა 1057. იმ წელს საწევრო გადასახადი თითო წევრზე საშუალოდ 1 მანეთ და 48 კაპიკს შეადგენდა. შემდეგ წლებშიც დაახლოებით ამდენივე იყო.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წევრებად იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე მიიწვია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეოთხე სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის წარმოდგენილი 1914 წლის მოქმედების ანგარიში და 1915 წლის სამოქმედო გეგმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ვასილ კარბელოვისთვის 10 მანეთის მიცემის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრთა არჩევნები ჩატარდა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: სიმონ ჯაფარიძე, იასონ ბაქრაძე, ნიკოლოზ ჭიჭინაძე, დავით ბაქრაძე და სხვები.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, დავით ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების წიგნის გამომცემლობის წევრებს 20 მანეთი და 30 კაპიკი გადაუხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, დავით ხელთუფლიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლიდან გიორგი შარაშიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, სიმონ ჯაფარიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლიდან ნიკოლოზ ლორთქიფანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.