საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის პირველი კრება ჩატარდა, რომელსაც ამხანაგობის დროებითი ხაზინადარი ალექსანდრე გარსევანიშვილი თავმჯდომარეობდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიან ვოდევილ „მოტიაში“ მონაწილეობას მიიღებდნენ ავალიშვილისა, ჩერქეზიშვილი, არლანი, მესხიევი, აბაშიძე, გედევანოვი, ცაგარელი, კანდელაკი, შათირიშვილი, გუნია.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური, საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით – 8 მანეთი.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ ავალიშვილი ქართული თეატრის რეჟისორი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს ლ. ჭიჭინაძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „მოტია“ უნდა წარმოედგინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში არტემ ახნაზაროვი წერს ნათლისღების დღესასწაულზე ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩატეხასთან დაკავშირებული ტრაგედიის შესახებ, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების სია პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის ზედამხედველობით უნდა შეედგინათ.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში საყურადღებო ცნობების შემცველი დიდ წიგნად შეკრული სიგელ-გუჯრების ასლები აღმოჩნდა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებულ ბიბლიოთეკაში დაცულია ისეთი იშვიათი წიგნები, რომლებიც არ არის თბილისსა და მოსკოვში.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული პროფესორის, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების მდიდარი და ძვირფასი ბიბლიოთეკა მისმა მემკვიდრეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკის სიის შედგენა მალე დასრულდებოდა და ბიბლიოთეკას თბილისში გამოგზავნიდნენ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მგოსნის როლი ალექსიევ-მესხიევს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ მწერლისა და პუბლიცისტის არტემ ახნაზაროვის წერილია დაბეჭდილი მ-ძის ფსევდონიმით.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 9 იანვარს ვალერიან გუნია ქართული თეატრის ადმინისტრატორი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოსადგენად მზადდებოდა ანდრია ბენაშვილის „თელაველი ოტელო“, შილერის „ყაჩაღები“, „აირია მონასტერი“, „და-ძმა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მასხარას როლი ვასო აბაშიძეს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ განსვენებული პროფესორის, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების მდიდარი და ძვირფასი ბიბლიოთეკა მისმა მემკვიდრეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია" ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყებოდა, რომ 29 დეკემბერს სოფელ ვარდისუბანში წმინდა გიორგის ახლად აგებული ეკლესია აკურთხეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა სამეურნეო გაზეთ „მეურნის“ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კანცელარიაში და თვით გაზეთის რედაქციაში შეკვეთის შესაძლებლობის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამეურნეო გაზეთი „მეურნე“ იმ წელს იგივე პროგრამით გამოვიდოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ არგუტინსკი-დოლგორუკოვი იუწყება, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ხიდის ჩანგრევის გამო დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად ქალაქის გამგეობაში შემოწირულობა გროვდებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე იუწყებოდაა, რომ თელავის სამოქალაქო სკოლის ღარიბი შეგირდების დამხმარე საზოგადოების გამგეობამ მეჯლისი გამართა ლატარია ალეგრით, რომლის შემოსავალმაც 120 ლარი შეადგინა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ 6 იანვარს ხიდის ჩატეხის გამო გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით ქართული თეატრის წარმოდგენა გადაიდო.