რეგისტრირებული ფაქტები80102
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლებში რუსულ-ქართულ ენაზე სწავლების თავიდან ასაცილებლად შესთავაზა წინადადება, რომ გაეხსნათ ისეთი სკოლები, სადაც მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდან პირდაპირ გადავიდოდნენ მაღალ საფეხურზე და სასწავლებლად არ წავიდოდნენ იმ სკოლებში, სადაც საგნების სწავლება რუსულ ენაზე მოითხოვებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე ზურაბიშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე ედიშერის ძე თიკანაძემ და ანა ნიკოლოზის ასულმა თიკანაძისამ საწევრო გადაიხადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, წარმოადგინეს საკითხი, რომ ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესი შეემუშავებინათ. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა სკოლის პროგრამას და როგორ შეევსოთ იგი. საკითხის გარკვევა, შეფასება და შემდეგ მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას შემდეგი პირების შემადგენლობით: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და გრიგოლ ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი საზოგადოების სკოლებში მეურნეობისა და ხელოსნობის გაკვეთილების ჩატარების შესახებ. საკითხის გარკვევა, შეფასება და შემდეგ მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას: ალექსანდრე მდივნის, ლუარსაბ ბოცვაძის, დავით კარიჭაშვილის, სერგი გორგაძისა და გრიგოლ ბურჭულაძის შემადგენლობით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი კერძო სკოლების გახსნის წესებისა და კანონების შესახებ. მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას: ალექსანდრე მდივნის, ლუარსაბ ბოცვაძის, დავით კარიჭაშვილის, სერგი გორგაძისა და გრიგოლ ბურჭულაძის შემადგენლობით.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 20 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს, როგორ უნდა შეცვლილიყო ურთიერთდამოკიდებულება მთავარი გამგეობის წიგნის მაღაზიასა და განყოფილებათა წიგნის მაღაზიებს შორის. ასევე წარმოადგინეს ცნობა წიგნებით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, წიგნებით ვაჭრობა ნელი ტემპით ვითარდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ქალაქის განყოფილებას ჰქონდა საკუთარი წიგნის მაღაზია. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაბზეგი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი წერა-კითხვის საზოგადოებისა და საისტორიო საზოგადოების მუზეუმების გაერთიანების შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა, რომ 1911 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა საზოგადოებას უანდერძა თანხა მუზეუმის ასაშენებლად, ხოლო 1912 წელს საზოგადოებამ მუზეუმისთვის შეიძინა მამული 60 ათას მანეთად. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება, რომ დეკემბრის მიწურულს მთავარ გამგეობას უნდა გაეგზავნა ყველა განყოფილებისათვის შემოსავალ-გასავლის წიგნი, ოქმის ჩასაწერი ბლანკი და საკვიტანციო წიგნი, ხოლო ის განყოფილებები, რომლებსაც შემოსავლის 20% თავის დროზე შეჰქონდათ გამგეობაში უფასოდ მიიღებდნენ აღნიშნულ წიგნებსა და ბლანკებს, დანარჩენ განყოფილებებს კი ფასდადებით გაუგზავნიდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გააკეთეს განცხადება ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით. განცხადება გულისხმობდა, რომ საკვიტანციო წიგნში უნდა ჩაეწერათ ყველანაირი სახის შემოსავალი, შემდეგ ეს უნდა გადაეწერათ შემოსავალ-გასავლის წიგნში, რომელსაც აწარმოებდა ხაზინადარი. რაც შეეხება ოქმის შედგენას, რადგანაც გამგეობას არ ჰყავდა საქმისმწარმოებელი ოქმი უნდა შეედგინა გამგეობის მდივანს, გარდა ამისა მდივანი კიდევ აწარმოებდა ერთ წიგნს, სადაც ანბანის მიხედვით წერდნენ ყველა წევრის სახელს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების მეთხუთმეტე სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა დადგენილი წესით კავკავის სკოლაში ტიტე კახიძის ნაცვლად მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის დროებით გამგედ დანიშვნა ეცნობებინათ სახალხო სკოლათა დირექციისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კავკავის სკოლაში.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა, მოსკოვის ქართული საზოგადოების გამგეობას ან კერძო პირს შეეკრიბა საწევრო გადასახადები. ასევე განიხილეს მისი თხოვნა, საზოგადოება მოსკოვის ქართველობას წიგნების გამოცემასა და პედაგოგიური მუზეუმის დაარსებაში დახმარებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა დაეკმაყოფილებინათ ნინო ყიფიანის თხოვნა, მიეცათ 100 მანეთი, რაც მას ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ გორის მაზრაში წარმოდგენებისა და საღამოების ჩასატარებლად სჭირდებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ელენე ჩიჯავაძის თხოვნა ორი თვის სტიპენდიის წინასწარ მიღების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ვარლამ იმნაძის თხოვნა ორი თვის სტიპენდიის წინასწარ მიღების შესახებ, რაზეც გამგეობამ უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს მისწერა, ქუთაისის სკოლაში გერმანული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ.