რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არუთინ გრიგოლის ძე დურმიშევისა და მიხეილ ოსიფას ძე დურმიშევის განჯაში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, სარდაფს, თავლას, წისქვილს, საბოსტნე ადგილსა და 2440 კვადრატულ საჟენ მიწის ნაკვეთს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ბიკოვი მცირეწლოვან დამნაშავეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ბათუმში გამოდიოდა რუსული გაზეთი „ჩერნომორსკი ვესტნიკი“, რომლის რედაქტორი იყო გრიგოლ პალმი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მცირეწლოვან დამნაშავეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე ბიკოვმა ქალაქისთავის მოადგილე ა. ა. ივანენკოს სთხოვა, გამგეობა ოქროყანაში მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფრის მშენებლობაში დახმარებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე გეურქ არუთინოვის დუქანში ტრიქინიანი ღორის ხორცი აღმოაჩინეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ მანთაშოვმა ნავთობის საწარმოებლად ნატანებში იჯარით აიღო ადგილები.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პრინცი ალექსანდრე პეტრეს ძე ოლდენბურგი ნატანებთან ახლოს აღმოჩენილი საბადოდან ნავთს აწარმოებდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს პოდპოლკოვნიკი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ჩერნომორსკის გუბერნატორის მოადგილეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ელ. მამულაშვილის მიერ თარგმნილი მოთხრობა „დედა“ გამოქვეყნდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში ივანე ბუქურაულის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ გამოქვეყნდა.

