რეგისტრირებული ფაქტები88595
სორტირება თარიღი კლებადობით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს საქართველოთი დაინტერესებულ მარჯორი უორდროპს გამოწერილი ჰქონდა გაზეთები „ივერია“ და „მოამბე“. ის ინგლისიდან ადევნებდა თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894-1899 წლებში გაზეთ „კვალის“ ნომრები იბეჭდებოდა მ. დ. როტინიანცის სტამბაში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლა ივანე გომართელმა შეამოწმა და იაკობ გოგებაშვილს ელენე ბახტაძის წარმატებული მუშაობის შესახებ აცნობა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილმა თავისი გამოცემული 71 წიგნი გადასცა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ელენე ბახტაძემ და ილია ბახტაძემ ხონში ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა დააარსეს, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. დასავლეთ საქართველოში ასეთი ტიპის სკოლა ერთადერთი იყო, ამიტომ საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებდა.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-95 წლებში მიხეილ ზაქარიას ძე ბუაჩიძე სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1894
ტიპი: გარდაცვალება
1894 წელს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი-მაყაშვილისა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ“.
1894
ტიპი: ავტორობა
1894 წელს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ (მე-8 გამოცემა) გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, და „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „სიტყვა, თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის ჟამს სოფელ წინამძღვრიანთკარში“.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 1-2 იანვარს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეებთან იყო სტუმრად სოფელ საღოლაშენში.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ალექსანდრე ვახვახიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი იყო.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს გიორგი იორამის ძე თარხნიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი იყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სახალხო დღესასწაულ ისპანახობას, რომელმაც მთავრობის მიერ აკრძალული ყეენობა ჩაანაცვლა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ილია ჭავჭავაძე დავით მიქელაძესა და გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად იყო გორში და კრივის შეჯიბრებას დაესწრო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში სტუმრად ჰყავდა ელისაბედ საგინაშვილი, თამარ დოდაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი, ნიკო ხიზანაშვილი და სხვები.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-1903 წლებში ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი იყო.

