საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი იყო საზოგადოების გამგეობის წევრი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ფოტოსახელოსნოს ყოფილი გამგის ვასილ როინაშვილის მოთხოვნა თავისი საწოლისა და ორი კარადის დაბრუნების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თედო სახოკიამ გამგეობას სთხოვა, მისგან შეესყიდათ მის მიერ გამოცემული წიგნი „ამირანის შვილნი“. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეშვიდე სხდომაზე გიმნაზიის მეთვალყურის დანიშვნის შესახებ ღარიბ მოსწავლეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების გამგე კომიტეტის წინადადება განიხილეს. კომიტეტი იუწყებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არც თვითონ და არც გიმნაზიის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებდა. იგივე წინადადება მიუვიდა საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმისა და საეკლესიო მუზეუმის საზოგადოებასაც. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეშვიდე სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 სამკითხველოს გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ივან (იოჰან) მილბერგი თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი იყო.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ჯამიფა ზაუდრბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს მღვდელი ზურაბ ჯიოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს მარიამ ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1884

ტიპი: სტატუსი

1884 წელს ივანე პეტერეს ძე ასლამაზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დიდუბის სამკითხველოს 10 მანეთის წიგნები გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881, 1882, 1883, 1884 და 1885 წლებში გიორგი ქართველიშვილი იხდიდაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს, 20 მანეთს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯების დასაფარად 1124 მანეთი და 38 კაპიკი გასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 6655.56 მანეთი ისესხა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 10 დეკემბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ თონეთის სკოლების შემოწმება აუცილებელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და იაკობ ღულაძე.