რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ანდრია ღულაძეს თონეთის სკოლების შემოწმება დაავალა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სემინარიის, როგორც სპეციალური სასწავლებლის კურსდამთავრებული მასწავლებელი უფრო ნაყოფიერად იმუშავებდა სკოლაში, ვიდრე არასემინარიელი მასწავლებელი. ამიტომ, უპირატესობა სწორედ სემინარიელი მასწავლებლებისთვის უნდა მიენიჭებინათ და შესაფერი ჯილდოც დაენიშნათ მათთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობდა ისეთი მიუვალი კუთხეები, სადაც უბრალო წერილის წამკითხველიც კი რთული მოსაძებნი იყო და მისი აზრით, წერა-კითხვის გავრცელება მიუვალ კუთხეებში უფრო სასარგებლო საქმე იყო, ვიდრე საზოგადოების მატერიალური სახსრებით ორი-სამი სკოლის დახმარება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგე ილარიონ ჭეიშვილმა, რომ სკოლას გაუგზავნონ სასწავლო წიგნები ნისიად 2 თვის ვადით. გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის თავდებობით ნისიად გაუგზავნა ასკანის სკოლას წიგნები.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ გამგეობას არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა, არ იცოდა უნდა გაეხსნა თუ არა ახალი სკოლები და როგორი ტიპის უნდა ყოფილიყო ისინი. სკოლები ცუდ მდგომარეობაში იყო, მასწავლებლებიც არ იყვნენ დალხენილები. ამიტომ, შალვა ქარუმიძის აზრით, ჯერ არსებული სკოლების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო და შემდეგ უნდა გახსნილიყო ახალი სკოლები.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ ბიბლიოთეკები არ იყო კარგ მდგომარეობაში. მისი აზრით, საზოგადოებას პირველ რიგში უნდა დაედგინა კარგი ბიბლიოთეკის კრიტერიუმები, გაერკვია რომელი დარგისა და ავტორის წიგნები იყო ხალხისთვის საინტერესო და შემდეგ უნდა გადაეწყვიტა, გამგეობისთვის მომავალში მიეცა თუ არა ახალი ბიბლიოთეკების გახსნის უფლება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრები კრებას არ ესწრებოდნენ, რაც დაუშვებელი იყო. მისი აზრით, გამგეობას ინიციატივა უნდა გამოეჩინა, შეედგინა სამოქმედო გეგმები და წარედგინა საზოგადოების კრებისთვის. ასევე საჭირო იყო გამგეობის ახალი წევრები გაეფრთხილებინათ, რომ ან პირნათლად შეესრულებინათ თავიანთი საქმე ან უარი ეთქვათ გამგეობის წევრობაზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მიზანი იყო ჩაეტარებინა ლექციები და კურსები, მოეწვია მასწავლებლები და გაემართა სახალხო შეხვედრები. გამგეობას კი ეს ყველაფერი არ ჰქონდა განხორციელებული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ გამგეობას სკოლებისთვის სანიმუშო პროგრამები ჰქონდა შედგენილი, რაც მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა პედაგოგიურ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ყველა საგანი მშობლიურ ენაზე უნდა ესწავლებინათ, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში საღვთო სჯულსა და არითმეტიკას რუსულად ასწავლიდნენ, რაც დაუშვებელი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ სკოლებში საგნების რუსულად სწავლება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქართული ენის მიმართ გულგრილი მოპყრობა უნდა დასრულებულიყო და გამგეობას საზოგადოების წესდების ის მუხლი უნდა მოეყვანა სისრულეში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო გამართულიყო მასწავლებლების კრება, სისტემატური კურსები, ექსკურსიები და სხვა. მისი აზრით, საჭირო იყო საქმის მოყვარული და ენერგიული ხალხი მიეღოთ საზოგადოების წევრებად, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენდნენ და ენერგიულად გაუძღვებოდნენ საქმეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კვლავ შემდეგი სხდომისთვის გადადო ვერა გლაშჩინსკის, ივანე ჯაჯანაშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, სოფიო ედილაშვილის, ელისაბედ მესხიშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძისა და ილია თუხარელის თხოვნათა განხილვა ფოტოსახელოსნოს ხაზინადრის ახლად გათავისუფლებული ადგილის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განმარტა თუ რატომ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე. მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სკოლის მოხელეები წინააღმდეგობას უწევდნენ გამგეობის მიერ ქართულ ენაზე სწავლების მოთხოვნას და საზოგადოებას დახურვას უპირებდნენ. სწორედ სკოლების მოხელეების წინააღმდეგობა იყო მიზეზი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე სწავლებისა.