რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება თარიღი კლებადობით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ილია ჭავჭავაძის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის, ივანე სტეფანეს ძე ხატისოვისა და სხვათა ხელმოწერით უნდა გამოსულიყო ბროშურა სასოფლო საზოგადოებათა მიერ საზოგადო სარგებლობის კაპიტალის წარმოქმნის წესების შესახებ.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს კალისტრატე ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის ბოლოს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, თეატრის შენობა იმ ზამთარს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ შედგენილი დასისთვის დაეთმო.
1890
ტიპი: გარდაცვალება
1890 წელს მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი გარდაიცვალა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს რუსმა პოეტმა და მთარგმნელმა ვასილ ლვოვის ძე ველიჩკომ ილია ჭავჭავაძეს თავისი წიგნი „აღმოსავლური მოტივები (ლექსები)“ აჩუქა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ შემოსავლის 35% ვაზის ავადმყოფობასთან, მილდიუსთან ბრძოლასა და სასოფლო სამეურნეო გამოფენის მოწყობას მოხმარებოდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-იანი წლების ბოლოს ბენედიქტე ბარკალაია ათონიდან საქართველოში დაბრუნდა და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1891 სასწავლო წელს ნ. მდივანი თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1891 სასწავლო წელს გ. გარსიშვილი თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1891 სასწავლო წელს ა. კობიაშვილი თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის იანვარში ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა წერილობით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობას, რომ დივიდენდის ანგარიშიდან წინასწარ მიეცათ ათასი მანეთი, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-92 წლებში ნესტორ იოსების ძე გიორგაძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა საყმაწვილო ჟურნალი „ჯეჯილი“ დააარსა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1917 წლებში გიორგი ონიფანტეს ძე ტყეშელაშვილი სოფ. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1906 წლებში ვასილ დავითის ძე ფერაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1905 წლებში ნესტორ თედორეს ძე მინდელი ონის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

