საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88531

1893

ტიპი: გარდაცვალება

1893 წლის მაისში გარდაიცვალა პეტერბურგის სამკურნალო აკადემიის V კურსის სტუდენტი ნიკო ქიქოძე.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთ „კვალის“ №21-ში დაიბეჭდა ანასტასია რაფიელის ასულ ერისთავის მოთხრობის „ბატონებმა არ დაიწუნეს“ III თავი.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს თბილისის თეატრის მშენებლობა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა გააგრძელა, 1895 წელს კი – არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა. 1896 წელს ახალი თეატრის მშენებლობა დასრულდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის იანვარში უკრაინულ ჟურნალში „პრავდა“ ილია ჭავჭავაძის ლექსის „გაზაფხული“ ოლექსანდრ ლოტოცკისეული თარგმანი გამოქვეყნდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 იანვარი“.

1893

ტიპი: მფლობელობა

1893 წელს იასონ კაპანაძეს სამტრედიაში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 5 მაისამდე ილია ჭავჭავაძე 157 ხმით თბილისის გამგეობის ხმოსნად აირჩიეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ვასილ ველიჩკოს წიგნში „აღმოსავლური მოტივები“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსების „გაზაფხული“, „ლოცვა“ და „ჩემს ბედს“ თარგმანები.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „საქართველოში ქრისტიანობის შემოღების წყაროები“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ილია ჭავჭავაძე ეცნობოდა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“. როცა კითხულობდა ეპიზოდს, ქრისტინე ბავშვს აკვანში რომ ტოვებს და თბილისში მიდის, კითხვა შეწყვიტა და თქვა, რომ ქართველი დედის ასეთი საქციელი არადამაჯერებელია.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილისა და თავისი ყრმობისდროინდელი მეგობრის, ივანე პოლტარაცკის ქალიშვილის, ნინოს ქორწილს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოაქვეყნა წერილი „რუსულქართული პარალელები პოეზიაში“, რომელშიც შემოთავაზებული იყო ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და შილერის „ორლეანელი ქალწულის“, როგორც ორი რომანტიკული სიუჟეტის პარალელური ანალიზი ერთი ნიშნით – აუსრულებელი აღთქმა და ღვთიური მადლის დაკარგვა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში ილია ლეონტის ძე გიორგიძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში ისაია ისიდორეს ძე ვაშაძე სოფ. ბერეთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში იასონ ალექსის ძე კვიჟინაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1905 წლებში ამბროსი გაბრიელის ძე ფოფხაძე ნი­კორ­წმინ­დის წმ. ნი­კო­ლო­ზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1896 წლებში მიხეილ ალექსის ძე მესხი თლუ­ღის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1913 წლებში იოანე დავითის ძე ჩიხლაძე სოფ. გუმბრის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1917 წლებში ნიკოლოზ გიორგის ძე ყიფიანი სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ვასილ ოქროპირის ძე ნიშნიანიძე სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1898 წლებში გიორგი გოგინაშვილი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს, როცა ივანე როსტომაშვილი ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობდა, ამ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მალორუსი ხანიჩკოვი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-1895 წლებში კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესია არქიტექტორ ვერცინსკის პროექტით ააგო ბერძენმა ოსტატმა გიორგი ილიანოვმა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს იოანე ნიკოლოზის ძე ხუნდაძე სოფ. ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.