რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ეწრის სკოლის მასწავლებელ სპირიდონ კოხრეიძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ კითხვარი გაუგზავნა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა სამსონ მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის 5 თებერვალს სოფელ ჭაგნის სკოლისთვის მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა უფასოდ ღარიბ მოსწავლეებს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელ მაქსიმე შენგელაიას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო ხარჯი, სულ 77. 80 მანეთი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 თებერვალს ასკანის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ერქომაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის მარტში სოფელ ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ახუთის სკოლის მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912-1913 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის მოწაფეთა ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ ექიმები – მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი და პავლე ადამის ძე გედევანიშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 26 ივლისს კავკავის ქართველთა საკრედიტო ამხანაგობამ საქმიანობა დაიწყო. 1913 წლის 1-ლი იანვრისთვის მისი წმინდა შემოსავალი შეადგენდა 2474 მანეთსა და 11 კაპიკს. ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, საბჭოს თავმჯდომარე – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოანგარიშე – დ. გ. ხუმაროვი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დავალებით გაეცნო ალაგირის ქართული სკოლის მდგომარეობას. მისი მოხსენების მიხედვით, სასურველი იყო დროთა განმავლობაში სკოლა საზოგადოებას გადასცემოდა, ამისთვის ალაგირში საზოგადოების განყოფილება უნდა გახსნილიყო, რომელიც, ფაქტობრივად, კავკავის განყოფილებას დაექვემდებარებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აპრილს, კვირას, 5 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასათვალიერებლად და შესაფასებლად მთაწმინდის ეკლესიის ეზოში მიიწვია ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგეი რომანის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.

