რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება თარიღი კლებადობით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ბათუმში გერასიმე ცაგარეიშვილმა გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებში ამზადებდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავა ორკლასიანი სასწავლებლის რჯულის მასწავლებელმა, ხოჯამ თავის სასწავლებელში მიიწვია დასათვალიერებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავა და ბათუმის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლები გაკვეთილების შემდეგ თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ და სასაუბროდ და ნარდის სათამაშოდ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში მასწავლებლები თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და სხვა გართობასთან ერთად ხშირად ათვალიერებდნენ ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს პეტრე გელეიშვილმა დუტუ მეგრელის ლექსების კრებული „ცრემლები“ გამოაცემინა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელის ვინაობით დაინტერესებულ პეტერბურგის საგადასახადო სამსახურს ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორმა მისი მოთხრობების კრებული გაუგზავნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელი თბილისის სახაზინო პალატაში გამოიძახეს ინსპექტორის მოვალეობების გასაცნობად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელმა თავისი კომედია „ეშმაკების ბუდე“ გადასცა დასაბეჭდად კრებულში „ცდა“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს კოტე მესხს მოეწონა დუტუ მეგრელის კომედია „ეშმაკების ბუდე“, მაგრამ დასადგმელად დაიწუნა ნაკლები მოქმედების გამო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელმა თავისი დრამა „ძიძიშვილი“ ვალერიან გუნიას გაუგზავნა თბილისში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ვალერიან გუნიამ დასადგმელად დაიწუნა დუტუ მეგრელის დრამა „ძიძიშვილი“.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დუტუ მეგრელის წერილმა სალიტერატურო ფონდის დაარსების აუცილებლობის შესახებ დააჩქარა ამ ფონდის შექმნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ბათუმში გახსნილ სასწავლებელში რჯულის მასწავლებლად იქაური ხოჯა მიიწვიეს, რათა მეტი აჭარელი ბავშვი მიეზიდათ სკოლაში.

