რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ნინო უშვერიძე 3 წელი სოფელ ტოლების სკოლაში ასწავლიდა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს დაპატიმრებული კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი იყო მიწის მუშა.
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა დაიბადა 1888 წელს სენაკის რაიონის სოფელ აბაშაში.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი დაიბადა 1879 წლის თებერვალში სოფელ მელექედურში (ოზურგეთის რაიონი).
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს იოანე კანდელაკი მღვდლად მსახურობდა ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ირაკლი პარკაია მღვდლად მსახურობდა სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლამდე მღვდელი მიხეილ ზემსკი თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე აფხაზავას დაევალა, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაძღოლოდა და მათთვის მატარებლებიდან ჩამოსვლის ნება არ მიეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1922 წლებში თარასხან ეშბა ხელისუფლებას ემალებოდა. ის ბანდიტებთან იყო დაკავშირებული და პროკლამაციებს ავრცელებდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს ჩეკას მიერ თარასხან ეშბაზე წარმოებულ საქმეში დევს 1923 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც მენშევიკების დროს თარასხან ეშბა იყო განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი აფხაზეთში. მისი რაზმი კომუნისტებს დასდევდა და აპატიმრებდა.

