რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 თებერვალს მარიამ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის სწავლის დაფინანსება სთხოვა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 24 იანვარს იაკინთე გიორგაძე, ნიკოლოზ ჯომარჯიძე, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე, მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე, ზაქარია თევდორეს ძე დანელია და დავით დიმიტრის ძე ქიტიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის ფილიალის დამფუძნებელმა კრებამ განყოფილების თავმჯდომარედ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანი აირჩია.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას 23 მანეთისა და 28 კაპიკის ღირებულების ქართული წიგნები გაუგზავნა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 10 ოქტომბერს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ივანე აბაშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა ხელთუბნის სკოლის შეგირდებისგან გამოგზავნილ ხელნაკეთი ნივთების (48 ცალი) შესახებ და დაადგინა, შეენახათ სალაროში გამგეობის საგანგებო განკარგულებამდე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მოისმინა კიევის მიტროპოლიტ იოანიკეს სამადლობელი ტელეგრამა მისი 50 წლის იუბილეს მილოცვასთან დაკავშირებით. გამგეობის დადგენილებით, ტელეგრამა საქმეებში უნდა შეენახათ. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კიევის მიტროპოლიტ იოანიკეს გაუგზავნა 50 წლის იუბილეს მისალოცი წერილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სენაკის სკოლის ანგარიშების შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ 12 ივნისისათვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და იაკობ გოგებაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ილია ჭავჭავაძე და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 25-26 მაისს გამართული საქველმოქმედო ბაზრობის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომაზე გამგეობამ არჩევნებით თავმჯდომარის ამხანაგად დანიშნა ნიკოლოზ ცხვედაძე, ხაზინადრად – ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი, მდივნად – დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ივნისის საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე თერგის ოლქის სახალხო სკოლათა დირექტორისგან მიიღეს ცნობა, რომ იგი თანახმა იყო კავკავის სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე, ხოლო სკოლაში მეხუთე განყოფილების გახსნა იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სკოლა ორკლასიანად გადაკეთდებოდა და დაემატებოდა მეხუთე განყოფილება. გამგეობამ ეს საკითხი აცნობა კავკავის სკოლის სამზრუნველოს.