რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ საადგილმამულო ბანკისაგან თეატრის აღსადგენად შესყიდული შენობისა და ადგილის დავალიანებიდან 1915 წელს დაფარა 490 მანეთი და 25 კაპიკი, 1916 წელს – 315 მანეთი და 17 კაპიკი, გადასახდელი დარჩა – 1753 მანეთი და 05 კაპიკი, რომლის დაფარვასაც 5 წლის განმავლობაში გეგმავდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის 9 ოქტომბრამდე ყვირილის განყოფილების საერთო შემოსავალი ძველი წლის ნაშთით შეადგენდა 3995 მანეთსა და 35 კაპიკს, ხოლო გასავალი – 616 მანეთსა და 22 კაპიკს, სალაროში დარჩენილი იყო ნაღდი თანხა 3379 მანეთი და 13 კაპიკი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების სალაროში ნაღდი თანხა იყო 3379 მანეთი და 13 კაპიკი. აქედან 1500 მანეთი ბანკში შეიტანეს, კერძო პირს პროცენტით ასესხეს 1000 მანეთი, 879 მანეთი კი ადგილობრივ საურთიერთო ნდობის ბანკში ინახებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის იანვრიდან ვასილ ძინძიბაძეს, დიმიტრი ბარნაბაშვილს, შალვა თაბუკაშვილსა და ალექსანდრე ცირეკიძეს დაენიშნათ დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – თითოეულს წელიწადში 300 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1916 წელს წესდებაში შეტანილმა ცვლილებამ საწევრო გადასახადი 3-დან 1 მანეთამდე შეამცირა. შეცვლილი წესდების თანახმად, მთავარი გამგეობის წევრებს რწმუნებულთა საზოგადო კრება აირჩევდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დავით გიორგის ძე მელაძესა და ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილს 125 მანეთით დაეხმარა ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილს 100 მანეთით დაეხმარა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სასტიპენდიო ფონდიდან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მურად გულთაიშვილს და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილს 682. 32 მანეთით (ერთჯერადად) დაეხმარა სასტიპენდიო ვალის ანგარიშზე შესული თანხიდან. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ მომავალშიც ამ თანხიდან უნდა დახმარებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წესდების მე-15 მუხლის თანახმად არჩეულმა სარევიზიო კომისიამ 1916-1917 წლებში გაწეული ხარჯის სიზუსტე დაადასტურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადო მოღვაწეთათვის პანთეონის მოსაწყობად საზოგადოების წევრებმა დიდუბის გალავანში 50.000 მანეთად ღირებული ადგილი 5000 მანეთად შეიძინეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1918 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების წიგნის მაღაზიებიდან და საწყობებიდან მიღებული მოგება 159.506.70 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის იანვრიდან დავით გიორგის ძე ჩადუნელსა და ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძეს დაენიშნათ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – წელიწადში 360 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ იმავე წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით საზოგადოებას 38.942 წევრი ჰყავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1907 წელს საზოგადოების წესდება შეიცვალა და საწევრო 6-დან 3 მანეთამდე შემცირდა. წესდების თანახმად, საზოგადოებას განყოფილებების დაარსების უფლება მიეცა, ამიტომ 1918 წლამდე მათი რიცხვი 47-მდე გაიზარდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 1907 წლამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მხოლოდ 12 ბიბლიოთეკა ჰქონდა დაარსებული, 1918 წლის პირველ იანვარს კი ჯამში 120 ბიბლიოთეკა და სამკითხველო იყო.

