რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემელმა ზაქარია ჭიჭინაძემ საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემლობა ტფილისის ამხანაგობამ საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, გამომცემელმა კონსტანტინე თავართქილაძემ საზოგადოების წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლიდან ანა ღვინიაშვილი მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმში სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქციის საკვირაო სკოლის ანგარიშზე 1425. 03 მანეთი იყო, 1921 წლის პირველ იანვარს – 1485. 96.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს სკოლებში მასწავლებლებს თვიურად — 400 მანეთი, რვეულების შესასწორებლად კი დამატებით 50 მანეთი დაენიშნათ, რომ გამგეობა პარლამენტის სასკოლო კომისიის მიერ დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობდა და ხელფასი გამგეობასაც 450 მანეთამდე უნდა გაეზარდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე ალექსანდრე ხახანაშვილის საფლავის ძეგლისთვის 2500 მანეთი იდო.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე თელავის განყოფილებისთვის 2189. 78 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ოლღა ჭავჭავაძის დასახმარებლად 85762 მანეთი გასცა, იაკობ გოგებაშვილის განათლების ფონდისთვის – 1457. 81, საზოგადო კრების ხარჯისთვის – 620.
1921
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 449979. 11 მანეთის შეწირულობა შეუვიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) კალენიკე ნინიძემ განაცხადა, რომ სარევიზიო კომისია გამგეობას არარეალურ ვალდებულებებს აკისრებდა, ამიტომ მათი საყვედურები უნდა გაბათილებულიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრებმა მთავრობას მასწავლებლებისთვის ანაზღაურების გასაზრდელად პირველად 30000 მანეთი სთხოვეს და ხელფასი 210 მანეთამდე გაზარდეს, მეორედ კი თანხა ხელფასის 400 მანეთამდე გასაზრდელად ითხოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ვარაუდობდა, რომ შემოსავალი იქნებოდა 289557.54 მანეთი, გასავალი კი — 127494.90 მანეთი. თანხაში არ შედიოდა 7500 მანეთი, რაც სეირნობებიდან და საქველმოქმედო კონცერტებიდან უნდა შემოსულიყო, და არც ეროვნული საბჭოსაგან მისაღები დახმარება 5000 მანეთის ოდენობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დიმიტრი დუმბაძემ გამგეობის წევრების არგუმენტები ეჭქვეშ დააყენა, განაცხადა, რომ საზოგადოებას არ გაუჭირდებოდა მასწავლებელთა მოძებნა, თუ სამინისტროზე ადრე გაზრდიდა ხელფასებს და 400 მანეთს დანიშნავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) დიმიტრი ხოშტარიამ გამგეობის წევრებს წიგნის მაღაზიის საქმიანობის შეფასება სთხოვა.
1916
ტიპი: განათლება
1916 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი, გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილი, რაფიელ ბესარიონის ძე ნიჟარაძე, გაბრიელ გრიგოლის ძე ოქროპირიძე, იაკობ ისიდორეს ძე რამიშვილი და ნინო სოლომონის ასული ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, შიო დედაბრიშვილი, ქრისტინე შარაშიძე, დავით ონიაშვილი, სამსონ ფირცხალავა და პავლე საყვარელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს პეტრე გელეიშვილი, ნინო ნაკაშიძე, თევდორე კიკვაძე, იოსებ გიორგობიანი, ვარლამ ბურჯანაძე, მეთოდე კაკაბაძე, ლეონ ნათაძე და ნიკოლოზ ჩიგოგიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის საბავშვო მოთხრობების წიგნი 1990 ეგზემპლარად გამოსცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილის ლექსების III ტომი 2000 ეგზემპლარად გამოსცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ანა სოლოღაშვილი, სოფრომ ტარუაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, ირადიონ სონღულაშვილი და იუსტინე აბულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წევრობის კანდიდატები იყვნენ.
1911
ტიპი: განათლება
1911 წლის 15 ნოემბერს ფილიალის გამგეობისთვის წარდგენილ მოხსენებაში ვარლამ ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დროს კავკავის ქართული სკოლის დარაჯმა – რომან პანასოვმა – ბევრი სასკოლო ნივთი (ხატები, სამზარეულოს მოწყობილობა, სამეურნეო იარაღები, მცენარეები და სხვა) თავის საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო მისი მეუღლე, ქ-ნი გაშა, სასწავლებლის შტემპელით სარგებლობდა და მეგობრებს კონტრამარკებს აძლევდა თეატრში საღამოებსა და წარმოდგენებზე დასასწრებად.

