რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრების გაჭირვებული მოსახლეობისთვის 6000 მანეთი გამოყვეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განიხილეს მის მიერ შედგენილი პროექტი მოსახლეობისათვის დახმარების აღმოსაჩენ ღონისძიებათა შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას. სხდომაზე შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელსაც ხორბალი უნდა შეეძინა და მოსახლეობისთვის შეღავათიან ფასებში დაერიგებინა ან მოსავლის აღებამდე ნისიად მიეცა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 6 მაისს გიორგი წერეთელმა ნიკო ზუბალაშვილსა და ნიკო ცხვედაძეს აცნობა, რომ სომხური გაზეთების რედაქტორების ინფორმაციით, სომეხი ახალგაზრდები ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქის საბჭოში ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძისა და მათ არჩევას.
1893
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე, გლეხი, დაიბადა 1893 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიაში, სამტრედიის მაზრის სოფ. სამტრედიაში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ თავად ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავს ვლადიკავკაზში ქართული სკოლის შენობის საძირკვლის კურთხევასთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ვაზის დაავადებათა წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისა და პეტერბურგში ბანკის საკითხებთან დაკავშირებული მივლინებების შესახებ სიტყვით გამოვიდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე გამოვიდა წინადადებით, სკრის მამული თავადაზნაურობას შეეძინა სამეურნეო სკოლის გასახსნელად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 27-29 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც კახეთის ღარიბი სოფლებისათვის ბანკის მოგებიდან თანხის გამოყოფა გადაწყვიტეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე განაცხადა, რომ ბანკს ჯერ ვალი უნდა გაესტუმრებინა და შემდეგ გაეცა ფული სხვადასხვა ხარჯისათვის.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავძემ მონაწილეობა მიიღო განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ჩამოსვენებისა და დიდუბეში დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის შემფასებელი კომისიის ინსტრუქციასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც ახალი წევრების მიღების საკითხის გაჭიანურების მიზეზები განიხილეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 15 აპრილს მღვდელმა პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმისთვის გორის მაზრაში, ძველ აკლდამაში ნაპოვნი დოქი გადასცა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ორგანიზებაში საზოგადოების სახელით მონაწილეობა ალექსანდრე ჭყონიასა და გიორგი იოსელიანს ანდეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიას გამოუყვეს წიგნის „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრესტომატია საქართველოს ისტორიისათვის“ საავტორო თანხა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და დედამიწა“ თარგმანის ცენზორთან წარსადგენი ეგზემპლარის გადაწერის თანხა გამოყვეს.

