საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. კაპანაძეს ხელოსნები უსაფუძვლო ჯარიმების დაწერაში ადანაშაულებდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, „კავკაზში“ პალბანის წიგნი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, პალბანი ინჟინერი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, აფ. ყასუმოვი განათების მოიჯადრე იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დავიდოვი გორის ხელოსანთა ხელმძღვანელი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 ივნისის „დროებაში“ გრიგოლ დავიდოვის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე პაპუაშვილი ნაბახტევის საზოგადოების მამასახლისი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ნაბახტევის მამასახლისის, ივანე პაპუაშვილის განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ ვანო მაისურაძე, ზაქარია ნოზაძე, გაბო მჭედლიძე, დათო ფაფაკვერაშვილი, გაბო მაისურაძე.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, სენატორი სტარიცკი თბილისში დაბრუნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა, ზაქარია ჯორჯაძის მოსაზრება კავკასიაში აქციზის შემოღების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავძე წლის ბოლოს აპირებდა ახალი ჟურნალის ერთი ნომერი გამოეცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 ივლისის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის სტატია „დუხაბორებიდან“ დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ბოტანიკური ბაღის დირექტორ ადოლფ როლოვს ნება დართო მებაღეობის პრაქტიკულად შესასწავლად ხუთი კაცით მეტი მიეღო.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს ფოთიდან თბილისში ჩავიდა ქალაქ ფოთის მოურავი ნ. ი. ნიკოლაძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თიანეთის მაზრის უფროსი ნ. ზ. ჩოლოყაშვილი სამსახურიდან წავიდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს საფინანსო კომისიამ თავმჯდომარედ ა. ს. ბაბოვი აირჩია.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ალფონს რობიმ მამა დავითის გორაზე შეძენილი ადგილები დაყო და 117 ადამიანზე 131 836 მანეთად გაყიდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს ფოთის ქალქის საბჭოს თავმჯდომარე ნ. ნიკოლაძემ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს წარუდგინა წინადადება 818 მანეთის სამოქალაქო საქმეთა საკრებულოს კანცელარიის შენახვის საკითხთან დაკავშირებით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ქუთაისში ივანე მაჩაბლის თარგმნილი პიესა „ცქრიალა“ წარმოადგინა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისის სკოლათა მმართველებმა ი. ს. სალიხანოვის თავმჯდომარეობით საერთო კრება ჩაატარეს.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს ტრამვაის უსახელო საზოგადოების დირექტორმა ა. რობიმ ქალაქის საბჭოსგან მიიღო კონტრაქტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის მოსაწყობად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „მეურმე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის თხზულება „ვერ მიშველი?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის მოთხრობა „წინ, სიკვდილისაკენ!!“.