რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1893
ტიპი: ორგანიზაცია
1893-1897 წლებში იაკობ სვიმონის ძე ზედგინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.
1893
ტიპი: ორგანიზაცია
1893 წელს მღვდელი ალექსანდრე ტატუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთ კრებაზე აირჩიეს 15 პირისგან შემდგარი კომისია, რომელსაც პროგიმნაზიის ტიპის შესახებ უნდა წარედგინა მოხსენება. კომისიის წევრები იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ორბელიანი, მიხეილ გრუზინსკი, ალექსანდრე ბაქრაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, პავლე ყიფიანი, პეტრე ნაკაშიძე, ა. ს. ფირალოვი, დიმიტრი მუსხელოვი, ივანე გამყრელიძე, გიორგი ჟურული, იოსებ ანდრონიკაშვილი და ივანე ჯაბადარი.
1893
ტიპი: მფლობელობა
1893 წელს მიხეილ სტეფანეს ძე ბეთანიშვილს ბათუმში ჰქონდა ბაღი, რომელშიც ტროპიკული მცენარეების ნერგებს ახარებდა და ყიდდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „კვალის“ 1893 წლის 21-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია ზაქარია გიორგის ძე ერისთავის შესახებ. სტატიაში მოცემულია ზაქარია ერისთავის ბიოგრაფიული მონაცემები და საუბარია მის პიროვნულ თვისებებზე.
1893
ტიპი: გარდაცვალება
1893 წლის მაისში გარდაიცვალა პეტერბურგის სამკურნალო აკადემიის V კურსის სტუდენტი ნიკო ქიქოძე.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს თბილისის თეატრის მშენებლობა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა გააგრძელა, 1895 წელს კი – არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა. 1896 წელს ახალი თეატრის მშენებლობა დასრულდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 5 მაისამდე ილია ჭავჭავაძე 157 ხმით თბილისის გამგეობის ხმოსნად აირჩიეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები ილია ჭავჭავაძის შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ილია ჭავჭავაძე ეცნობოდა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“. როცა კითხულობდა ეპიზოდს, ქრისტინე ბავშვს აკვანში რომ ტოვებს და თბილისში მიდის, კითხვა შეწყვიტა და თქვა, რომ ქართველი დედის ასეთი საქციელი არადამაჯერებელია.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილისა და თავისი ყრმობისდროინდელი მეგობრის, ივანე პოლტარაცკის ქალიშვილის, ნინოს ქორწილს.
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოაქვეყნა წერილი „რუსულქართული პარალელები პოეზიაში“, რომელშიც შემოთავაზებული იყო ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და შილერის „ორლეანელი ქალწულის“, როგორც ორი რომანტიკული სიუჟეტის პარალელური ანალიზი ერთი ნიშნით – აუსრულებელი აღთქმა და ღვთიური მადლის დაკარგვა.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-98 წლებში ილია ლეონტის ძე გიორგიძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-98 წლებში ისაია ისიდორეს ძე ვაშაძე სოფ. ბერეთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-98 წლებში იასონ ალექსის ძე კვიჟინაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-1905 წლებში ამბროსი გაბრიელის ძე ფოფხაძე ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

