რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვ. მენთშაშვილმა ბიბლიოთეკა დააარსა ქვემო მაჩხაანში, ხოლო ამავე წელს ლ. აბაშიძემ გახსნა წიგნების მაღაზია სამკითხველო კაბინეტით ოზურგეთში.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის წევრი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს მიხეილ ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დროებით მიწვეული იყო გრიგოლ კვიცარიძე.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ელენე ლორთქიფანიძისა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ელენე ლორთქიფანიძემ საქველმოქმედო მეჯლისი გამართა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს მარიამ წერეთლისამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად საქველმოქმედო მეჯლისი მოაწყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს პედაგოგიურმა საბჭომ მოიწონა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის იდეა მეექვსე გაკვეთილის გამოყენების შესახებ. ეს დრო ინსპექტორსა და მასწავლებლებს სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის უნდა დაეთმოთ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გენერალ-ლეიტენანტი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი თბილისის გუბერნიის მარშალი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გენერალ-ლეიტენანტი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი თბილისის გუბერნიის მარშალი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ივან (იოჰან) მილბერგი თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს მიხეილ ნიკოლოზის ძე კუჩაევი კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი იყო საქართველოში.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე ვინოგრადოვი იყო კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი საქართველოში.

