რეგისტრირებული ფაქტები85257
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობა გაიმართა იოსებ ჩარექოვის სახლში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის აგვისტოში ქუთაისში სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების ყრილობაზე ოდესიდან დელეგატად წარდგენილი იყო იაკობ ფანცხავა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 12 მარტს პენსიაზე გასულ იაკობ ფანცხავას სახალხო საბჭომ დაუნიშნა პენსია 210 მანეთის ოდენობით.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის დეკემბრიდან 1924 წლის მარტამდე იაკობ ფანცხავა მსახურობდა სახბანკის ქუთაისის განყოფილების გამგის თანამდებობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს იაკობ ფანცხავას სახლში პოლიტიკის ლექციებს ესწრებოდა ვალოდია ლორთქიფანიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს იაკობ ფანცხავამ ვასილ წერეთელს სთხოვა მისთვის და პოლიტიკით დაინტერსებული მეგობრებისთვის ლექციების წაკითხვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გინაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავამ შეკრიბა მეგობართა ჯგუფი, რომელთაც პოლიტიკური ხასიათის ლექციებს უკითხავდა ვასილ წერეთელი.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება კავკასიის მეფისნაცვლის მრჩევლის, ალექსანდრე ოგოლინის თბილისის სამსჯავრო პალატის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშვნის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ქუთაისის სამფინგანის კოლეგიის წევრად არჩეულ იაკობ ფანცხავას ქუთაისისა და ქუთაისის გუბერნიის ბანკების სრული ლიკვიდაცია დაევალა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის დეკემბერში იაკობ ფანცხავა დანიშნეს სახბანკის ქუთაისის განყოფილების გამგედ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ქუთაისის რევკომმა იაკობ ფანცხავა სამფინგანის კოლეგიის წევრად მიიწვია.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავა მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე არ დაამტკიცა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავამ წერილობითი თანხმობა გაუგზავნა სანდრო გუგუშვილს ფოთის ქალაქის თვითმართველობაში მუშაობასთან დაკავშირებით.
1905
ტიპი: ღონისძიება
იაკობ ფანცხავას მიმართ პოლიციის დაწესებული ღია მეთვალყურეობა 1905 წელს შეწყდა რევოლუციისა და 19 ოქტომბრის მანიფესტის შედეგად.