საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87108

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ახალციხეში დაარსებული კოოპერატივი „მესხეთის“ გამგეობის წარმომადგენელი ზ. დიდიმაშვილი სთხოვს წიგნებს ნისიად თავისი კოოპერატივისთვის. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ მისთვის მიუღებელი იყო იმ წლის 25 იანვრის სხდომაზე გამგეობის მიერ მრავალი წიგნისთვის ფასის შეცვლა. მაგ. „ვეფხისტყაოსანი“ ას თუმანზე მეტად უნდა შეფასებულიყო, გამგეობამ კი 700 მანეთად შეაფასა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას პარმენ თვალჭრელიძის (ცახელი) მეუღლე სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თვალჭრელიძის წიგნის „გურგენ რაინდი“ ჰონორარიდან. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების დროებითმა თავმჯდომარემ, იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილმა, გაუგზავნა 17 ნოემბრის ოქმი, რომელიც ეხებოდა ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარის, სარევიზიო კომისიების წევრთა და კანდიდატების არჩევას.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებას დაესწრო ორ მესამედზე მეტი დამფუძნებელი წევრი. დახურული კენჭისყრით გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გამგეობის წევრებად: იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი და იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას იპ. ვართაგავა სთხოვს, მიეცეს თავისი წიგნის „ვაჟას კრიტიკული წერილები" ჰონორარიდან, რამდენიც შესაძლებელი იქნება. წიგნი დაიბეჭდა 2000 ცალი. ცალი ღირდა 460 მანეთი. სულ ვართაგავას ერგებოდა 198000 მანეთი, საიდანაც მიღებული ჰქონდა 10000. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ვართაგავასთვის 20000 მანეთი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ მათ მიერ შეკრებილი საწევრო თანხა შეადგენდა 93 მანეთს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძემ საწევრო თანხა შეიტანა წინა წლის სექტემბერში. საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს აინტერესებდა, ეს თანხა წინა წლის გადასახადად ჩაითვლებოდა თუ იმ წლისად.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ საზოგადოების მრავალ წევრს ცხინვალიდან მხოლოდ თითო მანეთი ჰქონდა შეტანილი და იმ დროისთვის მეტის საშუალება არ ჰქონია. საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი თავის თავზე იღებდა თანხის შეძლებისდაგვარად შეკრებასა და საზოგადოებისათვის წარდგენას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა საზოგადოების რამდენიმე ძველი წევრი ცხინვალიდან, მაგ. სარდიიონ ამირეჯიბი, ილია სოლომონის ძე უზნაძე და საზოგადოებას შეეძლო მოეთხოვა მათთვის საწევროს გადახდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან სამსონ ფირცხალავას ილია მაჭავარიანმა გაუგზავნა დაბა ცხინვალში საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვა გამგეობას ამ პირთა წევრებად მიღება.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნამდვილმა წევრებმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვეს ამ პირთა წევრებად მიღება უახლოეს დროში, რადგან ცხინვალის მაცხოვრებელთა ჯგუფს განზრახული ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება დაბა ცხინვალში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების დროებით თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილს აუწყა, რომ გამგეობის შუამდგომლობის შედეგად 1914 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალში ოფიციალურად გაიხსნა წერა-კითხვის ფილიალური განყოფილება სახელწოდებით „წერა-კითხვის საზოგადოების ცხინვალის განყოფილება“. სწორედ 25 რიცხვში აცნობა ეს ფაქტი თბილისის გუბერნატორმა გორის მაზრის უფროსს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაბა ცხინვალის მცხოვრებმა იაგორ ალექსის ძე კასრაძემ მიმართა კითხვით, ერგებოდა თუ არა მას, როგორც განსვენებული ქართველი მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის, დისწულს ან მის სხვა ახლო ნათესავს რაიმე მწერლის ანდერძით, თუ ეკუთვნოდა, რა წილი და როგორ ან ვისგან უნდა მიეღოთ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების დროებითმა თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილმა წარუდგინა ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარის, გამგეობის, სარევიზიო კომისიების წევრთა და მათი კანდიდატების არჩევის ოქმი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს მისი ოფიციალური წერილის პასუხად აუწყა, რომ ბიბლიოთეკის გახსნისთვის ცხინვალელებს საზოგადოებისთვის უნდა წარედგინათ ცხინვალში მცხოვრები, პოლიტიკურად საიმედო (მთავრობის მხრიდან დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად) პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბიბლიოთეკაზე. საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ინფორმაცია ამ პირის სახელის, მამის სახელის, გვარისა და პროფესიის შესახებ. ამის შემდეგ საზოგადოებას შეეძლებოდა შუამდგომლობა ცხინვალში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს აუწყა, რომ მან უკვე გაუგაზავნა ცხინვალის განყოფილებას საზოგადოების წესდების 30 ეგზემპლარი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვასილ ბურჯანაძეს დაბა ცხინვალის მაცხოვრებელმა არჩილ დედანაშვილმა აუწყა, რომ ცხინვალში, როგორც ქართლის გულში, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების განყოფილების დასაარსებლად უკვე შეგროვდა 33 წევრის საწევრო გადასახადი 99 მანეთი. ცხინვალელებმა თანხის წარდგენა საზოგადოებისათვის ვერ გაბედეს, ვინაიდან ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული განყოფილების გახსნის ნებართვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის მაცხოვრებელმა არჩილ დედანაშვილმა მიმართა შემდეგი კითხვებით: საწევრო 99 მანეთის წარდგენის შემდეგ რამდენ ხანში მიიღებდნენ ცხინვალელები განყოფილების გახსნის ნებართვას? განყოფილების გახსნისთანავე ამოქმედდებოდა თუ არა სამკითხველო, ანუ გამოუწერდნენ თუ არა განყოფილებას გაზეთებს საზოგადოების ხარჯზე? განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით ხომ არ იქნებოდა დაბრკოლება საზოგადოების ან მთავრობის მხრიდან? გამგეობას ამ კითხვებზე რაც შეიძლებოდა სწარაფად უნდა გაეცა პასუხი , რადგან ცხინვალის მაცხოვრებლებს განყოფილების გახსნა ზაფხულის სეზონისთვის სურდათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გ. ქ. დავითიშვილმა მიმართა შემდეგი კითხვებით: შეეძლო თუ არა ცხინვალის განყოფილებას შესაკრებელი ყულაბების დადგმა? შეიძლებოდა თუ არა ყულაბების ადმინისტრაციულ დაწესებულებებში ჩამოკიდება?

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვასილ ბურჯანაძეს ცხინვალის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა სთხოვა ცხინვალის განყოფილების ნამდვილი წევრებისთვის 30 ცალი საზოგადოების წესდების გაგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გ. ქ. დავითიშვილმა გაუგზავნა ქ. შ. წ. კ. საზოგადოების ყრილობის ოქმი, რომელიც შეადგინა დროებითმა თავმჯდომარე თამარაშვილმა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების დროებით თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილს სთხოვა ნამდვილ წევრთა საზოგადო კრების გამართვა, განყოფილების თავმჯდომარის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიების წევრთა არჩევა და კრების ოქმის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მოწვევით ჩატარდა კრება, რომელსაც 30 პირი დაესწრო. კრების მონაწილენი გაეცნენ ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების საერთო კრების მითითებებს ცხინვალში საზოგადოების განყოფილების გახსნის თაობაზე. კრებამ დაადგინა, გაეხსნა გორის მაზრის დაბა ცხინვალში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების განყოფილება შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილს ამცნო. რომ ცხინვალის განყოფილებისთვის საჭირო ბეჭდები შეკვეთილია და დამზადებისთანავე გაიგზავნება ცხინვალში.